JPMorgan: Apple-ს ახალი iPhone-ის გამოშვების 1-2 თვით გადადება მოუწევს

JPMorgan: Apple-ს ახალი iPhone-ის გამოშვების 1-2 თვით გადადება მოუწევს

JPMorgan-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, Apple-ს მოუწევს მომდევნო iPhone-ის გამოშვების 1-2 თვით გადადება. კერძოდ, პანდემიის გამო, წარმოების პროცესს პრობლემები შეექმნა, რაც დაწესებულმა სამოგზაურო შეზღუდვებმა განაპირობა, ასევე 5G ქსელის შენელებამ. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ახალი მოდელის გამოშვება მხოლოდ რამდენიმე თვით გადაიდება.

Apple-ი 2011 წლიდან ახალი მოდელის iPhones-ებს, როგორც წესი, ყოველ წელს სექტემბერში ან ოქტომბერში უშვებს. ახალი მოწყობილობის გამოშვება მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, ვინაიდან მასზე Apple-ის შემოსავლების ნახევარი მოდის.

თუმცა, წელს კორონავირუსის პანდემიამ, ტექნოლოგიურ გიგანტს, ისევე როგორც სხვა არაერთ ბიზნესს ხელი შეუშალა. Apple-ის შემთხვევაში შეფერხდა ჩინეთიდან წარმოებისთვის საჭირო ქსელის მუშაობა.

ზოგადად, ნებისმიერი ელექტრომოწყობილობის წარმოება ხანგრძლივ პროცესს გადის. იმისათვის, რომ ახალი მოწყობილობის დიდი რაოდენობით წარმოება მოხდეს, თვეები და ინჟინრების ჩართულობაა საჭირო, რომელთაც ხშირი მოგზაურობა უწევთ აშშ-დან მაგალითად ჩინეთში, რაც ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ სმარტფონების ბაზარი ზოგადად მთელ მსოფლიოში რთულ ვითარებაში აღმოჩნდა კორონავირუსის გამო. თებერვალში გლობალურად სმარტფონების ტრანსპორტირება 38%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.