კალიფორნიაში $125 მლნ დოლარს პანდემიით დაზარალებულ არალეგალ მიგრანტებს მოახმარენ

კალიფორნიაში $125 მლნ დოლარს პანდემიით დაზარალებულ არალეგალ მიგრანტებს მოახმარენ

კალიფორნია იმ იმიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობენ ფინანსურად დაეხმარება. კერძოდ, როგორც გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაახლოებით 150 000 იმიგრანტი 500–500 დოლარს მიიღებს. ჯამში დაგეგმილია $125 მლნ–ის მობილიზება დოკუმენტების არმქონე მიგრანტებისთვის, რომლებიც კორონავირუსმა მნიშვნელოვნად დააზარალა.

კალიფორნიაში დაახლოებით 2 მილიონი მიგრანტი ცხოვრობს არალეგალურად. შესაბამისად ისინი ვერ ისარგებლებენ კონგრესის მიერ გასულ თვეს დამტკიცებული $2,2 ტრილიონიანი მასტიმულირებელი პაკეტით, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსით დაზარალებული ამერიკელები ანაზღაურებას მიიღებენ, რათა მათ შეუმსუბუქდეთ უმუშევრობის კრიზისი.

“ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დეპორტაციის შიშით ცხოვრობენ და მაინც კვლავ პასუხობენ ათობით მილიონი კალიფორნიელის მნიშვნელოვან საჭიროებებს“, – აღნიშნა გუბერნატორმა და დასძინა, რომ შტატის სამუშაო ძალის 10% იმიგრანტები არიან, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ ქვეყანაში და რომლებმაც გადასახადების სახით გასულ წელს $2,5 მილიარდი გადაიხადეს.

გუბერნატორ ნიუსომის განცხადებით, თანხა იმიგრანტებს ანაზღაურების მიხედვით არ დაურიგდებათ. “ამ მხარდაჭერის მისაღებად მათი პერსონალური ინფორმაცია არ იქნება საჭირო“, – აღნიშნა მან.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.