კანიე უესტი Adidas-სა და Gap-თან თანამშრომლობას კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ შეწყვეტს

კანიე უესტი Adidas-სა და Gap-თან თანამშრომლობას კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ შეწყვეტს

კანიე უესტი, კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კომპანიებთან – Adidas-სა და Gap-თან კორპორაციულ თანამშრომლობას შეწყვეტს. განცხადებამდე, მომღერალი საკუთარი Instagram-გვერდის საშუალებით სპორტულ ფირმებს თავს დაესხა და ისინი მისი დიზაინის სავარაუდო კოპირებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ უესტმა 10-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება Gap-თან, Yeezy Gap-ის ხაზის შესაქმნელად 2020 წელს გააფორმა. რაც შეეხება Adidas AG-თან კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც Yeezy-ის ბრენდის სპორტული ფეხსაცმელები მზადდება, ეს უკანასკნელი 2026 წელს იწურება. როგორც თანამშრომლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით უესტის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, მომღერალს სურს, მასსა და აუდიტორიას შორის არც ერთი კომპანია აღარ იდგეს და დროა, ახალი ინდუსტრიის შექმნა მარტო დაიწყოს.

უესტი იმედოვნებს, რომ მიიღებს 20%-იან ჰონორარს ყველა იმ ფეხსაცმლიდან, რომლებიც Adidas-თან თანამშრომლობით მისი ოთხი შვილისთვის შეიქმნა. ცნობისთვის, 2020 წელს, Forbes-ის შეფასებით, კანიემ დაახლოებით 11%-იანი ჰონორარი უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ გარდა მისი ელექტრონული კომერციის ბრენდ YeezySupply.com-ისა, კანიე Donda-ს კამპუსების განხსნასაც გეგმავს, რომლებიც გააერთიანებს სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, საცალო პროდუქციასა და ფერმებს.

ცნობისთვის, უესტი პირველად მილიარდერი 2020 წელს გახდა. მომღერალი Yeezy-ის 100%-იანი წილის მფლობელია, თუმცა ფეხსაცმელების წარმოებასა და დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი Adidas-ია. თავდაპირველად ფეხსაცმლის ბრენდი კანიემ 2009 წელს, Nike-თან თანამშრომლობით დააარსა, 2013 წელს კი Adidas-ს შეუერთდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.