საერთაშორისო ჰოლდინგ ID Finance-ის ქოლგის ქვეშ მოქმედი ონლაინსესხების კომპანია სავაჭრო ნიშნით – MoneyMan-ი ქართულ ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა და მას მერე, სექტორის ზრდასთან ერთად, სტაბილურად იზრდება. ამ დროისთვის კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 19 მილიონ დოლარს აღწევს, ხოლო ზრდა – 600%-ზე მეტს.
FinTech – 21-ე საუკუნის ეს ტერმინი ორი სიტყვის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების შეზავებით წარმოიქმნა და თავის თავში მოიცვა მთელი ინდუსტრია, რომელიც ახალ სიტყვას ამბობს ფინანსურ სექტორში. ეს ინდუსტრია შედგება კომპანიებისაგან, რომლებიც უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ მომხმარებლისათვის უფრო ეფექტიანი ფინანსური სერვისების შეთავაზების მიზნით.
2016 წლის მეორე კვარტალში FinTech-ში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 9.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქედან 2.5 მილიარდი დოლარი კომპანიების მიერ მოზიდულ ვენჩურულ კაპიტალზე მოდის, 2015 წელს კი FinTech-ინვესტიციების გლობალურმა მაჩვენებელმა 75%-იანი ზრდით 22 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
რიცხვები მოწმობს, რომ ინდუსტრია მიმზიდველია საინვესტიციოდ, რასაც მისი ინოვაციურობა და მაღალმოგებიანობა განაპირობებს. ინვესტიციების მუდმივი ზრდა კი აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ტენდენცია გაგრძელდება – 21-ე საუკუნის ფინანსები ციფრულ სამყაროში ინაცვლებს.
ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ონლაინსესხებია, რომლებიც გამიზნულია მომხმარებელთა მოკლევადიანი ფინანსური საჭიროებების დასაფინანსებლად. ამ თვალსაზრისით, FinTech-კომპანიებს საკუთარი დანიშნულება და ნიში აქვთ როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ფინანსურ ბაზარზე.
ID Finance-ი სავაჭრო ნიშნით MoneyMan-ი შვიდ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათ შორის არის საქართველოც. ბარსელონაში ბაზირებულმა სტარტაპმა, რომელიც 2012 წელსშეიქმნა და რომლის R&D-ცენტრი მინსკშია განთავსებული, ხოლო ფილიალები – აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში, საქართველოში შემოსვლა 2014 წელს გადაწყვიტა. 2012 წლიდან MoneyMan- მა 250,000-ზე მეტი სესხი გასცა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ $50 მილიონს მიაღწია და $15 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა. კომპანიის მუშაობის მთავარი მახასიათებლები სერვისის სისწრაფე, კომფორტულობა და სიმარტივეა.
MoneyMan-ის ინოვაციური ინტერნეტ-პლატფორმის გამოყენებით 20-დან 65 წლამდე ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიიღოს სწრაფი სესხი და ამისთვის არ არის საჭირო ქაღალდზე დატანილი ცნობები, ან ქონების გირავნობა. პირველი ონლაინსესხი 0%-იანია, 15 წუთში მტკიცდება “შეღავათიანი პირობებით და მომხმარებელს ფინანსური პრობლემების ეფექტიანად მოგვარებაში ეხმარება“. დამტკიცებული სესხი მომხმარებლის განკარგულებაშია – პირად ანგარიშზე, ელექტრონულ საფულეზე ან ნაღდი ფულის სახით. ყოველი შემდგომი მომსახურება კონკრეტული ცვლადების კომბინაციაზეა დამოკიდებული.
ტექნოლოგიური ინოვაცია MoneyMan-ის საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რამდენადაც სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს საუკეთესო შედეგების მიღწევას FinTech-ინდუსტრიაში. საბოლოო ჯამში, ფინანსური ტექნოლოგიები განაპირობებენ მაქსიმალურად მეტი ადამიანის ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობაში.
ამჟამად MoneyMan-ში 50-დან 1800 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი და მომხმარებელს, საკუთარი საკრედიტო ისტორიიდან გამომდინარე, შესაძლებლობა აქვს, გაზარდოს თანხის დაბრუნების დრო, შეამციროს გადავადების პროცენტი, მიიღოს დამატებითი ბონუს- ქულები, ან ისარგებლოს გაზრდილი ლიმიტით.
კითხვაზე, თუ ვისზეა გათვლილი MoneyMan- ის პროდუქტები, კომპანიის დირექტორი შოთა კეკელია ამბობს, რომ “ისინი გათვლილია სხვადასხვა ტიპის სტაბილური შემოსავლის მქონე ადამიანებზე“. კომპანიის მონაცემებით, ამ პროდუქტით სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებსაც თანხა არ ყოფნით ხელფასიდან ხელფასამდე.
“სწორედ ასეთი ადამიანები არიან კომპანიის სამიზნე აუდიტორია და ამასვე გადმოსცემს ჩვენი სლოგანიც – “ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე“. ჩვენი კლიენტურა მრავალფეროვანია, მათ სტაბილური შემოსავალი აქვთ და სწორედ ეს არის გარანტი იმისა, რომ ისინი პასუხისმგებლიანად აიღებენ სესხს“, – ირწმუნება შოთა კეკელია.
“ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და აღებულ ვალდებულებას, სწორედ ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევისწავლოთ კლიენტის საკრედიტო ისტორია, რისთვისაც ვიყენებთ უახლეს FinTech-ტექნოლოგიებს და ხელმისაწვდომ ბაზებს, ისევე როგორც საკრედიტო ბიუროების მონაცემებს. კომპანიაში დანერგილია სკორინგის სისტემა, ხდება თითოეული კლიენტის განაცხადის ინდივიდუალურად შეფასება”, – განმარტავს MoneyMan-ის დირექტორი.
MoneyMan-ი საქართველოს არასაბანკო საკრედიტო ონლაინასოციაციის წევრია, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და ონლაინსესხების უმსხვილესი კომპანიები გააერთიანა იმ მიზნით, რომ ქვეყნის ონლაინსესხების ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტების დანერგვისთვის შეეწყო ხელი. შოთა კეკელიას თქმით, ასოციაცია აქტიურად მუშაობს ეროვნულ ბანკთან, ბიზნესომბუდსმენთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ონლაინსესხების ბაზრის რეგულირების საბოლოო ვარიანტზე შეთანხმების მიზნით.
როგორც ID Finance-ის ჯგუფის წევრი კომპანია, MoneyMan-ი, სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, მსგავს რეგულაციებს უკვე იცნობს.
“ჩვენი ჰოლდინგი ოპერირებს ქვეყნებში, სადაც ეს ბიზნესი გარკვეულ რეგულაციებში ხვდება და ეს ჯანსაღი რეგულაციებია, შესაბამისად, ყველა მხარე დაცულია”, – განმარტავს შოთა კეკელია და ამბობს, რომ კომპანიის მიზანია, ქართულ ბაზარზეც იმავე შედეგს მიაღწიოს.
“ვცდილობთ, შევიმუშაოთ გარკვეული მოდელი, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას აიღებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან”, – ამბობს MoneyMan-ის დირექტორი, რომლის მიზანი კომპანიასა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის ხარისხის დონის გაუმჯობესებაცაა. მისი აზრით, აუცილებელია ონლაინსესხების კომპანიებმაც იზრუნონ მომხმარებელთა ფინანსურ განათლებაზე, რისთვისაც სპეციალური კამპანიის დაწყებას გეგმავს, რათა მომხმარებელი მეტად პასუხისმგებლიანი იყოს სესხის მიღებისას და საბოლოო ჯამში უკეთ ესმოდეს პროდუქტის არსი, რაც თავად ონლაინსესხების კომპანიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
World Economic Forum-ის კვლევის – The Future of FinTech A Paradigm Shift in Small Business Finance-ის თანახმად, რომელიც 2015 წელს ჩატარდა, გლობალურ ბაზარზე FinTech- კომპანიების საერთო ინვესტიციების მხოლოდ 16% მოდის მცირე ბიზნესისთვის გამოყოფილ სესხებზე, ხოლო დანარჩენი სამომხმარებლო სესხებზე ნაწილდება. საქართველოში ონლაინკომპანიები ჯერჯერობით საცალო სექტორის დაკრედიტებაში უფრო აქტიურები არიან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამავე კვლევის თანახმად, განვითარებად ქვეყნებში ფინანსების ხელმისაწვდომობა რიგით მეორე დაბრკოლებაა მიკრო- და მცირე ბიზნესისთვის, რაც საკმაოდ ახლოსაა ქართულ რეალობასთან, არ არის გამორიცხული, ონლაინსესხების კომპანიებმა სამომავლოდ ამ მიმართულებითაც დაინახონ საკუთარი ადგილი ბაზარზე, მით უმეტეს, თუ ამ პროცესს ეროვნული ბანკის მხრიდან ჯანსაღი რეგულაციებიც დაემატება. მანამდე კი MoneyMan-ი, ასოციაციის წევრ სხვა კომპანიებთან ერთად, ცდილობს ონლაინსესხების ახალფეხადგმული ბაზარი გარკვეულ საერთაშორისო სტანდარტებს დაუქვემდებაროს.