ხუთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია Berkshire Hathaway-ის ყოველწლიური შეხვედრიდან

ხუთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია Berkshire Hathaway-ის ყოველწლიური შეხვედრიდან

ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მა 2020 წლის მასშტაბური შეხვედრა თანამშრომლებთან ონლაინ გამართა. 2019 წლის შეხვედრისგან განსხვავებით, რომელსაც 40 000 ადამიანი ესწრებოდა, ამჟამად კომპანია იძულებული გახდა კორონავირუსის გამო, სოციალური დისტანცირება დაეცვა. მით უმეტეს იმის გამოც, რომ მისი დამფუძნებელი და CEO 89 წლის ბაფეტია, ხოლო ვიცეპრეზიდენტი 57 წლის. ბაფეტის დიდი ხნის თანამშრომელი, აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარე ჩარლი მანგერი, რომელიც 96 წლისაა, შეხვედრას არ დასწრებია.

შეხვედრა საკმაოდ ინფორმაციული გამოდგა. გთავაზობთ ხუთ მთავარ ასპექტს, რაც წლიური შეხვედრიდან გაირკვა:

“არასოდეს დადო ფსონი ამერიკის წინააღმდეგ“

“ეკონომიკური კუთხით შესაძლებლობების სპექტრი ძალიან ფართოა“, – განაცხადა ბაფეტმა შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენებზე საუბრისას. მისივე თქმით, ბევრი წელი დასჭირდება იმას, რომ სრული გავლენა შეფასდეს, თუმცა, ის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

“ჩვენ ძლიერი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამერიკული სასწაული ყოველთვის არსებობდა“, – დასძინა ბაფეტმა. მან გაიხსენა ცივი ომის პერიოდი, როდესაც წამყვანი სამუშაო ძალის 6% დაიღუპა (მამაკაცები 18–დან 60 წლამდე). ამასთან, ბაფეტის განცხაებით, რომ შეგვეძლოს დროისა და დაბადების ადგილის არჩევა, საუკეთესო არჩევანი დღეს ამერიკაა.

“ეს არის ძალიან ახალგაზრდა ქვეყანა – 231 წლის, და რასაც ჩვენ მივაღწიეთ ეს სასწაულია. არასოდეს უნდა დადო ფსონი ამერიკის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბაფეტმა.

Berkshire-ის პირველი კვარტლის შედეგები

1 მაისს Berkshire-მა გამოაქვეყნა პირველი კვარტლის შედეგები, რაზეც გავლენა მნიშვნელოვნად იქონია პანდემიამ. შედეგები შემდეგნაირია:

პირველი კვარტლის საოპერაციო შემოსავლები: $5.871 მილიარდი;

პირველი კვარტლის საინვესტიციო შემოსავლები: -$54.517 მილიარდი;

პირველი კვარტლის შემოსავლები A აქციაზე: -$30,652;

პირველი კვარტლის შემოსავლები B აქციაზე: -$20.44;

FDIC-ის მნიშვნელობა

ბაფეტმა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციას – FDIC-ს ორმხრივი დაზღვევის კომპანია უწოდა ბანკებისთვის, რასაც მხარს უჭერს ფედერალური მთავრობა. მილიარდერის თქმით, დიდი დეპრესიის პერიოდი შესაძლოა უფრო ხანმოკლე და ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა, FDIC რომ ყოფილიყო. ბაფეტმა განაცხადა, რომ დიდი დეპრესიის პირველ წლებში 4000 ბანკს სერიოზული პრობლემები შეექმნა, რის გამოც, ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებლებმა დანაზოგები დაკარგა.

“ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს ბაზრებზე“

ბაფეტმა ინვესტორები გააფრთხილა რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს ბაზრებზე.

“თქვენ არ იცით რა შეიძლება მოხდეს ხვალ“, – აღნიშნა მილიარდერმა. მან კორონავირუსის კრიზისი და 9/11–ის ტერაქტი ბაზრებზე მოულოდნელი შოკების მაგალითებად მოიყვანა. “შედეგად, ასეთ დროს არასოდეს ისურვებ ფულის სესხებას“, – განაცხადა ბაფეტმა.

ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯეი პაუელი „კვარცხლბეკზე“

“ამჟამინდელი ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი აზრით, კვარცხლბეკზეა. სარეზერვო სამსახურმა უპრეცედენტოდ სწრაფად იმოქმედა ეკონომიკის დასახმარებლად კორონავირუსის კრიზისში. ჩვენ არ ვიცით, ამის შედეგი ჯერ, თუმცა, ვიცით რა შედეგები ექნებოდა უმოქმედობას. ჩვენ გვაქვს ფედერალური სარეზერვო სამსახური და დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა ბაფეტმა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ცნობილი გახდა და დადასტურდა, რომ Berkshire-მა $6,5 მილიარდის ოდენობის აქციები გაყიდა ავია ინდუსტრიაში. ბაფეტმა აღიარა, რომ თავის დროზე შეცდომა დაუშვა, როდესაც ოთხ ამერიკულ ავიაკომპანიაში წილები შეიძინა. ეს კომპანიებია: American Airlines, Delta Air Lines, Southwest Airlines და United Airlines.

სამაგიეროდ Berkshire-ი ფლობს $180 მილიარდის ოდენობის აქციებს ბევრ ისეთ კომპანიაში, როგორიცაა მაგალითად:

  • American Express-ი – $13.0 მლრდ
  • Apple-ი – $63.8 მლრდ
  • Bank of America – $20.2 მლრდ
  • “კოკა კოლა“ – $17.7 მლრდ
  • Wells Fargo & Co. – $9.9 მლრდ.