კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები საბანკო პროდუქტების მიხედვით

კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები საბანკო პროდუქტების მიხედვით

წლის პირველ კვარტალში კომერციულ ბანკებში 830 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 209 პრეტენზიით გაზრდილი მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, განხილული პრეტენზიებიდან კომერციულმა ბანკებმა უსაფუძვლოდ 580 მიიჩნიეს. საფუძვლიანად კი ბანკებმა მხოლოდ 183 პრეტენზია ჩათვალეს და ისინი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა.

დაფიქსირებული პრეტენზიებიდან საბანკო პროდუქტების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად მიმდინარე ანგარიშებს ეხება – წლის სამ თვეში მსგავსი 221 პრეტენზია დაფიქსირდა. 146 პრეტენზია დაფიქსირდა სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით, ხოლო 80 მომენტალურ განვადებასთან დაკავშირებით. საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით, კომერციულ ბანკებში ჯამში სამ თვეში 72 პრეტენზია დაფიქსირდა.

პრეტენზიების შინაარსით, ჯამში თითქმის ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება. მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით წლის სამ თვეში კომერციულ ბანკებში 139 პრეტენზია დაფიქსირდა.

გასული წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებში ჯამში 2857 პრეტენზია დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *