კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ

კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ

2022 წლის 5 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 12%-ით გაიზარდა და 6.2 გიგავატსაათს მიაღწია. ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდა როგორც მოსახლეობამ, ასევე კერძო კომპანიებმა, რომლებიც ელექტროენერგიის დაახლოებით ერთ მესამედზე მეტს მოიხმარენ.

“თელასის/თელმიკოს” მომხმარებლებმა, ანუ თბილისის მცხოვრებლებმა ჯამში 0.8 გიგავატსაათი დენი მოიხმარეს, “ენერგო პრო ჯორჯიას/ ეპ ჯორჯია მიწოდებას” მომხმარებლებმა კი 1.1 გიგავატსაათი.

ქვეყანაში მოქმედი მსხვილი კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას პირდაპირ საბითუმო ბაზარზე “თელასის” და “ენერგო პროს” გვერდის ავლით ყიდულობს. ეს სტატუსი 50 კომპანიას აქვს მინიჭებული და 2022 წლის პირველ 5 თვეში ჯამურად 1.68 გიგავატსაათი ელექტროენერგია მოიხმარეს.

ესკო-ს თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტი 521 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია “ჯორჯიან მანგანეზმა” მოიხმარა, რაც ამავე პერიოდში საქართველოს მთლიანი მოხმარების 8% იყო. მოხმარებით მეორე ადგილზეა Bitfury, რომელიც თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კრიტოპოვალუტის მაინინგით არის დაკავებული, მისი მოხმარება 130.9 მილიონი კილოვატსაათი იყო.

რეიტინგში შემავალი კომპანიების უმეტესობა მძიმე მრეწველობის სფეროში საქმიანობს, მეცხრე და მეათე ადგილზე მყოფი ფირმები კი ასევე კრიპტოვალუტებს მოიპოვებენ.

კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ
1“ჯორჯიან მანგანეზი”

521 მილიონი კილოვატსაათი 

2“ბი ეფ დი სი” (Bitfury)157 მილიონი კილოვატსაათი
3“რუსთავის აზოტი”112 მილიონი კილოვატსაათი
4“რუსთავის ფოლადი”90.3 მილიონი კილოვატსაათი
5“ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია”75.6 მილიონი კილოვატსაათი
6„საქართველოს რკინიგზა“72.9 მილიონი კილოვატსაათი
7“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 68.4 მილიონი კილოვატსაათი
8“ჭიათურმანგანუმ ჯორჯია”60.3 მილიონი კილოვატსაათი
9“აითილები”59.6 მილიონი კილოვატსაათი
10„აიტი კორპ“54 მილიონი კილოვატსაათი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *