კონგრესმენი: საქართველოს მთავრობა ახალი ციფრული დერეფანის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება

კონგრესმენი: საქართველოს მთავრობა ახალი ციფრული დერეფანის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, კენ ბაკის წერილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტს, აბრეშუმის გზის ციფრულ დერეფანს ეხება. 

როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები აფერხებს ამ პროექტის განვითარებას, რაც თავისმხრივ რეგიონში რუსეთისა და ირანის ციფრული გავლენის შემცირებას ხელს უშლის. 

“ქალბატონო თავმჯდომარე, მსურს გამოვხატო ჩემი შეშფოთება საქართველოში კარგი მმართველობის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი სიახლეების თანახმად, საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც ძირს უთხის ახალი ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტის განხორციელებას.

თავად ახალი  ციფრული დერეფანი არის ტელესაკომუნიკაციო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს რეგიონის ქვეყნებს შორის ტექნოლოგიური ინტეგრაციის ხარისხი და ამავდროულად, გაზარდოს ციფრულ სივრცეში რუსეთისა და ირანის გავლენისგან დამოუკიდებლობა. 

საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ რუსეთისა და ირანიდან მომავალი საფრთხეების შეკავება კი თავისმხრივ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს. 

მართალია საქართველოს მთავრობა აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მის მიერ ქვეყნის უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო ინვესტორთა წინააღმდეგ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები, ხელს უშლის რეგიონისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 

ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული ახალი ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც დასავლური კომპანიების წინააღმდეგ არის მიმართული, დამატებით აფერხებს ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას განაგრძონ საქმიანობა საქართველოში. 

ვშიშობ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები აძლიერებენ ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთსა და ირანზე. 

როგორც NATO-ს წევრობის მსურველმა და აშშ-ის მოკავშირე ქვეყანამ, საქართველომ უნდა განაგრძოს რუსეთისა და ირანის გავლენის სფეროდან გამოსვლა და უნდა ფოკუსირდეს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც გვერდს უვლიან რეგიონში აშშ-ისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებს. 

საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, რათა მოიზიდოს ახალი საერთაშორისო ინვესტიციები. 

საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს სწრაფვას, რომ ქვეყანაში აღიარებული იყოს კარგი მმართველობის სტანდარტები და დაცული იყოს ბიზნესის კეთების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები. 

მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დასვას ამ საკითხების მნიშვნელობა საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნდეს, რომ საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვას შეიქმნას გარემო, რომელიც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ პროექტები, რომლებიც განამტკიცებენ, რომ საქართველო ირანისა და რუსეთის გავლენის სფეროში არ მოექცეს,”- ნათწვამია წერილში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *