Korea Investment Corporation-ი მეტავერსზე და AI-ზე მომუშავე სტარტაპებში ინვესტიციას გაზრდის

Korea Investment Corporation-ი მეტავერსზე და AI-ზე მომუშავე სტარტაპებში ინვესტიციას გაზრდის

სამხრეთ კორეის $200-მილიარდიანი სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში, მეტავერსზე და ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპებში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს – ამგვარად, Korea Investment Corporation-ის ხელმძღვანელს, სოუნგჰო ჯინს ფონდის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული კაპიტალის დივერსიფიკაცია სურს.

„ზოგიერთი ინვესტორი ამბობს, რომ სილიკონ-ველი უკვე საკმარისად გაჯერებულია, რასაც, ნაწილობრივ, მეც ვეთანხმები – თუმცა, ამასთანავე, ის გლობალური ზრდის სათავედ რჩება“, – განაცხადა სოუნგჰო ჯინმა Bloomberg-თან საუბრისას. „კარგად თუ დაძებნი, უამრავი საინტერესო შესაძლებლობის გამონახვა შეიძლება“. ჯინს სურს, რომ 2025 წლისთვის, KIC-ის პორტფელში არსებული ალტერნატიული კაპიტალის მოცულობამ 8%-ით იმატოს და პორტფელის 25% შეადგინოს – ამავდროულად, ის მართვის ქვეშ არსებული კაპიტალის $300 მილიარდამდე გაზრდას აპირებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, 2005 წელს დაარსებულმა სამხრეთ კორეის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა, რომელიც ინვესტიციებს სამხრეთ კორეის ფარგლებს გარეთ აბანდებს, საკუთარი კაპიტალის მოცულობა გააორმაგა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *