კორონავირუსის გავლენა ჩინეთის საფონდო ბირჟებზე

კორონავირუსის გავლენა ჩინეთის საფონდო ბირჟებზე

ჩინეთის საფონდო ბირჟები ორშაბათის მკვეთრი დაცემის შემდეგ, მცირედით გაიზარდა. სამშაბათს შანხაის ბენჩმარკული ინდექსი CSI 300 და შენჯენის ბირჟის კომპანიების აქციები 2.6 პროცენტით გაიზარდა.

შეგახსენებთ, ჩინეთის საფონდო ბირჟები ქვეყანაში გავრცელებული ახალი კორონავირუსის შედეგად დაზარალდა. ქვეყნის მთავრობა ცდილობს ეკონომიკა მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების გავლენებისგან დაიცვას.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათის ბირჟებზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. კერძოდ, შანხაის ინდექსი CSI 300 დაახლოებით 9%-ით დაეცა. ორშაბათის ბირჟების შედეგების გამო, ჩინეთის უმსხვილესი კომპანიების ღირებულება დაახლოებით ნახევარი ტრილიონი დოლარით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.