კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოს შესაძლოა $4,1 ტრილიონი დაუჯდეს

კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოს შესაძლოა $4,1 ტრილიონი დაუჯდეს

კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოს შესაძლოა $4,1 ტრილიონი ან მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დაუჯდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გავრცელდება დაავადება ევროპის, აშშ-ის და სხვა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკი (ADB) ახალ ანგარიშში აცხადებს.

ფინანსური ინსტიტუტის ცნობით, განვითარებადი აზიის ქვეყნებზე, მათ შორის ჩინეთზე პანდემიის მთლიანი ღირებულების 36% მოდის.

“არავის შეუძლია თქვას თუ რამდენად ფართოდ გავრცელდება კორონავირუსის პანდემია და დაინფიცირება იმასთან შედარებით, რაც ახლა არის“, – განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ.

6 მარტს აზიის განვითარების ბანკში ამბობდნენ, რომ ვირუსის ეპიდემია მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით $347 მილიარდი დაუჯდებოდა, რის შემდეგაც მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,4 პროცენით შეამცირეს. მას შემდეგ კი ვირუსის ეპიცენტრმა ჩინეთიდან ევროპასა და აშშ-ში გადაინაცვლა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ჯამში 1 მილიონს გადააჭარბა. ანუ ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

ახალი მონაცემები კი, რომელიც დღეს გამოაქვეყნდა, მოიცავს კორონავირუსის გავლენას ტურიზმზე, მოხმარებაზე, ინვესტიციებზე. როგორც სავადა აცხადებს, დანახარჯები შესაძლოა გაიზარდოს თუ მიწოდების კუთხით შეფერხებების მატერიალიზება მოხდება.

ახალ ანგარიშში ADB-მა 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აზიისთვის 2.2%-მდე შეამცირა, მაშინ როდესაც გასული წლის სექტემბრის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 5.5% იყო. ჩინეთისთვის კი პროგნოზი 6%-დან 2.3%-მდეა. ADB-ის მონაცემებით, აზიის ყველა განვითარებადი რეგიონის ეკონომიკური ზრდა იქნება ძალიან სუსტი მიმდინარე წელს.

ტურიზმსა და სასაქონლო წარმოებაზე დამოკიდებული ქვეყნები, ისეთები როგორიცაა მაგალითად ტაილანდი, ყველაზე მეტად დაზარალდება პანდემიისგან. თუ დაავადებას შეაჩერებენ 3-6 თვეში, ეკონომიკური პროცესების აღდგენა უფრო სწრაფად მოხდება.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ინფლაცია დააჩქარებს საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას მანამ, ვიდრე 2021 წელს ვითარება შედარებით შემსუბუქდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *