კოვიდასპორტების რეიტინგი: რომელი ვაქცინის პასპორტია მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“?

კოვიდასპორტების რეიტინგი: რომელი ვაქცინის პასპორტია მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“?

Henley & Partners-ი რეგულარულად აქვეყნებს 200-მდე ქვეყნის პასპორტის რეიტინგს, რომელშიც ამა თუ იმ პასპორტის „სიძლიერე“ მისი მფლობელისათვის უცხო ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლით იზომება. თუმცა კოვიდ-19-ის პირობებში გაჩნდა მეორე პასპორტი, რომელიც პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი, თუმცა არანაკლებ „წონიანია“ საზღვარგარეთ მოგზაურობისას. შესაბამისად, Henley & Partners-ის 2021 წლის მეოთხე კვარტალის ანგარიშში კოვიდპასპორტების  ინდექსის შესწავლაც მოხდა.

წარმოგიდგენთ ვაქცინების იერარქიას, ანუ რომელი აცრის პასპორტით რამდენ ქვეყანაში მიგიღებენ:

  1. AstraZeneca – დამტკიცებულია 120-ზე მეტი ქვეყნის მიერ;
  2. Pfizer–BioNTech – 98 ქვეყანა;
  3. Sputnik – 71 ქვეყანა;
  4. Moderna – 69 ქვეყანა.

როგორც რეიტინგი აჩვენებს, ვაქცინების უპირობო ლიდერი AstraZeneca-ა, ხოლო ყველაზე დაბალი „ავტორიტეტით“ Moderna  სარგებლობს.