CNICK, ქართული ბრენდი, რომელიც ჭკვიან ბეჭედს ავითარებს, უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბეჭდის გამოყენება საგადახდო ფუნქციით უკვე შესაძლებელი გახდა. გარდა საგადახდო ფუნქციისა, ბეჭედს აქვს Tesla-ს ავტომობილის გასაღებისა და ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციები.
მომხმარებელს შეუძლია საქართველოს ბანკის ნებისმიერი Mastercard-ის ტიპის ბარათი დააკავშიროს ბეჭედს CNICK-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით და გადაიხადოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სადაც უკონტაქტო გადახდები მიიღება.
CNICK-ის შესახებ
კომპანიის მისიაა გახადოს მომხმარებლის ყოველდღიურობა კომფორტული და უსაფრთხო. CNICK მომხმარებელს ორი თაობის ბეჭედს სთავაზობს: Ring 2-სა და Ring 3-ს.
Ring 2 , ეს არის ბეჭედი, რომელსაც აქვს უკონტაქტო გადახდებისა და Tesla-ს ავტომობილის გასაღების ფუნქცი, ხოლო Ring 3 მომხმარებელს დამატებით სთავაზობს ჯანმრთელობის, სპორტული აქტივობისა და ძილის მონიტორინგის ფუნქციებს. აღსანიშნავია, რომ საგადახო და ავტომობილის გასაღების ფუნქციები ელემენტის გარეშე მუშაობს, შესაბამისად, მათი გამოყენება მაშინაც კი შესაძლებელია, როდესაც ბეჭედი დამჯდარია.
გარდა ტექნოლოგიური მახასიათებლებისა, ბეჭედი უნიკალური დიზაინით გამოირჩევა, ის არა მხოლოდ ფუნქციური მოწყობილობა, არამედ დახვეწილი სამკაულიცაა. CNICK მზადდება მაღალი ხარისხის მასალისგან, როგორებიცაა: კერამიკა, ტიტანი, ვერცხლი და ოქრო. თუ მომხმარებელი უფუნქციო სამკაულს ატარებდა, ახლა მსგავს ფასად შეუძლია ფუნქციური ბეჭედი შეიძინოს.

პროდუქტის ყიდვა ონლაინ, CNICK-ის ოფიციალურ ვებგვერდზე (cnick.ge) არის შესაძლებელი. ბეჭდის შეძენისას, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში, 20%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 100 ლარს) მიიღებენ, ხოლო SOLO ბარათის მფლობელებს 30%-იანი ქეშბექს (მაქსიმუმ 150 ლარი) დაუბრუნდებათ.
აღსანიშნავია, რომ ბეჭედი საქართველოში იწარმოება და ერთადერთ ქართულ სამომხმარებლო ელექტრონულ პროდუქტს წარმოადგენს. კომპანია გლობალურად ოპერირებს და მომხმარებლები ჰყავს ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა: აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა.
რამდენად უსაფრთხოა ბეჭედი?
ბეჭედს უსაფრთხოების მაღალი დონე აქვს. Apple Pay-სა და Google Pay-ს მსგავსად, CNICK იყენებს ტოკენიზაციის ტექნოლოგიას. ბეჭდის აქტივაციის პროცესში ბარათის სენსიტიური ინფორმაცია იცვლება შემთხვევითი კოდით, ანუ „ტოკენით“, შესაბამისად, ბეჭედში რეალური ბარათის მონაცემები არ იწერება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე მოახერხებს ბეჭდის ხელში ჩაგდებას, ის ვერ შეძლებს ბეჭდიდან სენსიტიური ინფორმაციის მიღებას.
ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში მისი დისტანციურად დეაქტივაცია მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ტრანზაქციის ზღვარს ზემოთ გადახდისას PIN კოდის შეყვანაა საჭირო. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ CNICK -ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის ინფორმაციაზე, როგორიცაა საბანკო და ჯანმრთელობის მონაცემები და მომხმარებელი მას თავად განკარგავს.
S















