კრიპტობირჟებზე მომუშავე ადამიანებს წელიწადში $1 მილიონზე მეტის გამომუშავება შეუძლიათ

კრიპტობირჟებზე მომუშავე ადამიანებს წელიწადში $1 მილიონზე მეტის გამომუშავება შეუძლიათ

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ფედერალურ სააგენტოებს კრიპტოვალუტებისა და სხვა ციფრული აქტივების, მათ შორის NFT-ის დარეგულირებისკენ მოუწოდა. ბაიდენის განცხადებით, სწრაფად მზარდი ინდუსტრიის დარეგულირება „ეროვნული უსაფრთხოების საკითხად“ იქცა. გლობალური ბაზრის მარეგულირებლები კი კრიპტოვალუტის წესებით უკეთ კოორდინაციის მიზნით, კრიპტორეგულირების ორგანოს დაფუძნებას გეგმავენ.

პროფესიული სოციალური ქსელის, Blind-ის ანალიზის თანახმად, რეგულაციების ალბათობასა და ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ღირებულების ვარდნას კრიპტოვალუტის ფირმების მიერ შემოთავაზებულ სრული ანაზღაურების პაკეტებზე გავლენა ჯერჯერობით არ მოუხდენია. კომპენსაცია კი კრიპტოვალუტის ბირჟებზე საკმაოდ კონკურენტუნარიანია, რაც დისტანციური მუშაობის შესაძლებლობასა და სხვა ბენეფიტებსაც ითვალისწინებს. ტიპური პაკეტები, როგორც წესი, თანამშრომლებს კაპიტალს, საფონდო ოფციებსა და შეზღუდული აქციების ერთეულებს სთავაზობს.

Blind-ის მონაცემები ძირითადად კრიპტოვალუტის წამყვან ბირჟებზე ინჟინრების მიერ გამომუშავებულ თანხას მოიცავს, სხვა პროფესიონალების, მენეჯერებისა და აღმასრულებლების კომპენსაცია კი შესაძლოა, ბევრად უფრო მაღალიც იყოს. Blind-ის თანახმად, ინფრასტრუქტურის ინჟინრების ანაზღაურება წელიწადში $672,550-ს აღწევს, საიდანაც $237,000 – საბაზისო ხელფასზე, $35,550 – ფულად ბონუსებზე, ხოლო $400,000-  საფონდო კომპენსაციაზე მოდის.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ინფორმაციით, წლიურად მათი მიერ გამომუშავებული თანხა $900,000-ს აღწევს. თითქმის $1-მილიონიანი ანაზღაურების პაკეტი პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინრისთვის მოიცავს წელიწადში $450.000-ის საფონდო კომპენსაციას და დამატებით ფულად ბონუსებს, საბაზისო ხელფასის 5-15%-ს. აღნიშნული დარგის სპეციალისტებს, წელიწადში სრული კომპენსაციის პაკეტით, $1,5 მილიონზე მეტის გამომუშავება შეუძლიათ.

ბიტკოინზე, ციფრულ აქტივებზე, NFT-სა და მათთან დაკავშირებულ პლატფორმაზე მუშაობის მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდია. LinkedIn-ის პლატფორმაზე აშშ-ში „კრიპტოს“ ძიების მაჩვენებელი 15,433-ია, „ბიტკოინისა“ და „NFT“-ის შემთხვევაში კი შესაბამისად 4,656 და 6,381. სასურველ კადრებს კი კომპანიები მოზიდვისა და რეკრუტირებისთვის მაღალ ხელფასს, პრემიებს, დისტანციურ, ჰიბრიდულ და მოქნილ სამუშაო სტილს, ინდივიდუალურ სწავლებას და კოლეჯის უფასო სწავლებას სთავაზობენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *