კურორტ აბასთუმანში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება - ბლოქსის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი რეგიონში

კურორტ აბასთუმანში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება - ბლოქსის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი რეგიონში

კომპანია ბლოქსი აბასთუმანში 36 მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს. 130-ნომრიანი პრემიუმ კლასის სასტუმრო საერთაშორისო ბრენდის სახელით 2024 წლიდან შეძლებს დამსვენებლების მიღებას. კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ბრენდის სახელი, ამ ეტაპზე, კონფიდენციალური რჩება.

აღნიშნული პროექტის ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია სპა და ფიტნეს სივრცეები, დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზები და დაცული საბავშვო ტერიტორია.

ადგილობრივი მთის კლიმატი, სუფთა ჰაერი და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა ამ ადგილს ოთხივე სეზონზე მიმზიდველს ხდის. მსგავსი პროექტების განხორციელება აბასთუმანში ხელს შეუწყობს გამაჯანსაღებელ ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნის ზრდას. პროექტი 100-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რაც რეგიონალური ეკონომიკის განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

სასტუმროს განაშენიანება მორგებულია ნებისმიერი ტიპის დამსვენებელზე და განსაკუთრებით მიმზიდველია ოჯახთან ერთად დასვენებისთვის. კომპლექსის არქიტექტურა სრულად მორგებული იქნება აბასთუმნის ლანდშაფტთან და სწორედ ამიტომ, სასტუმროს გარე ტერიტორიაზე მოეწყობა სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეები.

აღნიშნული სასტუმრო დეველოპერული კომპანია ბლოქსის მეორე რეგიონალური პროექტია. სამომავლოდ კი, თბილისში არსებულ საცხოვრებელ კომპლექსებთან ერთად, იგეგმება არაერთი ახალი მასშტაბური კომპლექსის მშენებლობა თბილისსა თუ რეგიონებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *