ლადო გურგენიძე ევროპის უმსხვილესი ონლაინ მსესხებელთა კომპანიის 4Finance სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. გურგენიძე კომპანიის საბჭოს ზაფხულში შეუერთდა, საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კი მან ნიკ ჯორდანი შეცვალა.
“სამეთვალყურეო საბჭოს მიზანია, რომ 4Finance საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. ამისთვის, საბჭო უზრუნველყოფს სწორ მხარდაჭერას და სტარტეგიულ ზედამხედველობას“, – განაცხადა ლადო გურგენიძემ.
აქამდე ლადო გურგენიძე საბჭოში მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით იყო დაკავებული.
4Finance 2008 წელს დაარსდა და მსოფლიოს 17 ქვეყანაში ოპერირებს. მათ შორის საქართველოშიც.
შეგახსენებთ, რომ ლადო გურგენიძე ჯერჯერობით ინარჩუნებს სამეთვალყურეო საბჭის თავმჯდომარეს პოზიციას ლიბერთი ბანკში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ცვლილებები მოხდა აქციონერთა შემადგენლობაში.