ლაგარდი ვაქცინასთან დაკავშირებულ ოპტიმიზმს ცოტათი სკეპტიკურად უყურებს

ლაგარდი ვაქცინასთან დაკავშირებულ ოპტიმიზმს ცოტათი სკეპტიკურად უყურებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოჩენას ეკონომიკის აღდგენაზე დაუყოვნებლივი გავლენა არ ექნება.

“მაშინ როდესაც ვაქცინასთან დაკავშირებით ბოლო ცნობები წამახალისებლად ჟღერს, ჩვენ მაინც დავინახავთ ვირუსის გავრცელების ციკლებს და შეზღუდვების გამკაცრებებს მანამ, ვიდრე მოსახლეობაში იმუნიტეტი ფართოდ იქნება მიღწეული“, – განაცხადა ლაგარდმა ევროპის ცენტრალური ბანკის ფორუმზე.

ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა კლაას კნოტმა კი განაცხადა:

“ვაქცინის გამოჩენა აბსოლუტურად კარგი ამბავია, მაგრამ ამის ეკონომიკაზე გავლენას და მის მატერიალიზებას დრო დასჭირდება. ეს ერთ ღამეში არ მოხდება“.

ცნობისთვის, Pfizer-მა და BioNTech-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათმა ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა, რაც აჩენს იმედებს, რომ ინფექციური დაავადების შეჩერება შესაძლებელი გახდება.

შეგახსენებთ, ევროზონის ეკონომიკა წლის მესამე კვარტალში 12.7%-ით გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით. მეორე კვარტალში ხომ ლოქდაუნების გამო ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებული იყო. ნაკლებად ოპტიმისტურად უყურებენ წლის ბოლო კვარტალსაც, ვინაიდან ევროპის არაერთმა ქვეყანამ განმეორებით ლოქდაუნი გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *