"ლამაზი ევროპული ქალაქები არც ისე ბევრი ტურისტით" - თბილისი CNN-ის სიაშია

"ლამაზი ევროპული ქალაქები არც ისე ბევრი ტურისტით" - თბილისი CNN-ის სიაშია

CNN-ი იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც სილამაზით გამოირჩევა, თუმცა მას არც თუ ისე ბევრი ტურისტი სტუმრობს. 20 ქალაქს შორის მოხვდა თბილისიც.

“საქართველოს დედაქალაქ თბილისს, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, სახელი თბილი მინერალური წყლების გამო ეწოდა. გოგირდის აბანოები თბილისის სტუმრებისთვის მაგნიტია”, – წერს გამოცემა. ამასთან, CNN აღნიშნავს, რომ თბილისს მულტიეთნიკური ისტორია აქვს. სტატიაში ნახსენებია მეტეხის ტაძარი და ნარიყალა.

“ქალაქის ძველ ნაწილში განთავსებული ვიწრო ქუჩები და იქ განთავსებული მაღაზიები დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა”, – ვკითხულობთ სტატიაში.

თბილისის გარდა სიაში მოხვდა იტალიის ქალაქი ტურინი, თურქეთის დედაქალაქი ანკარა, სომხეთის დედაქალაქი ერევანი, ბელარუსის დედაქალაქი მინსკი, პოლონეთის ქალაქი პროცლოვი, შვეიცარიის ქალაქი ბერნი და სხვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.