LG Electronics-ი მაღალტექნოლოგიური ავტომობილების წარმოებას იწყებს

LG Electronics-ი მაღალტექნოლოგიური ავტომობილების წარმოებას იწყებს

კორეული ბრენდი LG Electronics-ი, ცნობილი, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი, მაღალტექნოლოგიური ავტომობილების წარმოებას იწყებს. LG-ი ისრაელის საავტომობილო კიბერუსაფრთხოების სტარტაპის შეძენას გეგმავს.

LG-ი უკვე არის ელექტრომობილების ბატარეის უმსხვილესი მწარმოებელი, ამჟამად კი  თელ-ავივში დაფუძნებული სტარტაპის Cybellum-ის 64%-იანი წილის შესყიდვას $140 მილიონად გეგმავს. Cybellum-ი 2016 წელს ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილმა პროგრამულმა ინჟინრებმა, მაიკლ ენგსტლერმა და სლავა ბრონფმენმა დააარსეს. Cybellum-ის დარჩენილ აქციებს კორეული ბრენდი უახლოეს მომავალში შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ $140-მილიონიანი ინვესტიციის გარდა, კომპანია დამატებით $20 მილიონს გამოყოფს სამომავლო კაპიტალისთვის.

მიჩიგანის კვლევითი ცენტრ Guidehouse Insights-ის მთავარი ანალიტიკოსის, სემ აბუელსამიდის განცხადებით, LG-ი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცდილობდა საავტომობილო ინდუსტრიაში ფეხის მოკიდებას, პროგრამული უზრუნველყოფისა და კავშირის აღრიცხვით კი შეუძლია, გააძლიეროს კომპანიის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები. აბუელსამიდმა მარტში აღნიშნა, რომ მხოლოდ აშშ-ში დაფუძნებული კომპანიები აწარმოებენ წელიწადში 1,2 მილიონ ელექტრომობილს, ხოლო მათ გამოშვებაზე ზეწოლა შესაძლოა 2035 წლამდე, კალიფორნიის მიერ გაზზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის აკრძალვამდე გაგრძელდეს. Research And Markets-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ელექტრომობილების გაყიდვაზე გავლენას ახალი მოდელების გამოშვება, მომხმარებლის მოთხოვნა და მთავრობის ხელშეწყობის პოლიტიკა მოახდენს.

აგვისტოში LG Electronics-მა დააანონსა, რომ ის დატოვებმა სმარტფონების ბაზარს და, სხვა სფეროებთან ერთად, მაღალტექნოლოგიური მანქანების ინდუსტრიაზე ფოკუსირდებოდა. შეგახსენებთ, რომ კომპანაიმ რამდენიმე მილიარდი უკვე დახარჯა ელექტრომობილების ბატარეების წარმოებაზე, რომელსაც LG-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, $2,3-მილიარდიანი ქონებით კორეის მე-15 უმდიდრესი ადამიანი, კუ ქვანგ-მუ ხელმძღვანელობს. LG-სა და ისრაელში დაფუძნებულ სტარტაპს შორის დადებული გარიგება კი, თავის მხრივ, გააძლიერებს კორეული ბრენდის როლს კიბერუსაფრთხოებაში და მისცემს კომპანიას შესაძლებლობას, უფრო მომზადებული შეხვდეს მანქანების ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ახალ ეპოქას.