ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მეოთხე ტერმინალი ერთი წლით იხურება

ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მეოთხე ტერმინალი ერთი წლით იხურება

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტი, ლონდონის ჰითროუს აეროპორტი მეოთხე ტერმინალს მომავალი წლის ბოლომდე ხურავს. ამის მიზეზი მგზავრთნაკადის მკვეთრი შემცირებაა.

BBC-ის ცნობით, აეროპორტის ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრთა რაოდენობა 88%-ით არის შემცირებული და ეს ბუნებრივია სამოგზაურო შეზღუდვებს უკავშირდება.

ამას ისიც დაემატება, რომ 1 იანვრიდან ბრექსითის გამო, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს აღარ ექნებათ მოქმედი პასპორტით ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების შესაძლებლობა. ასევე, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გამო იცვლება მხარეებს შორის სავაჭრო რეგულაციები, რაც ტვირთნაკადზეც აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის გამოჩენის შედეგად მომავალ წელს ავიაინდუსტრია გამოცოცხლებას ელის, პრობლემები მაინც არის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *