ლონდონის ჰითროუს ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტის სტატუსი აღარ აქვს

ლონდონის ჰითროუს ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტის სტატუსი აღარ აქვს

პარიზის შარლ დეგოლის აეროპორტმა ლონდონის ჰითროუს ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტის სტატუსი ჩამოართვა, რაც მგზავრთა ნაკადის შემცირებით არის გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰითროუმ ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტის სტატუსი დაკარგა. ჰითროუს კვალდაკვალ მოჰყვება ფრანკფურტი და ამსტერდამი“,- აღნიშნა ჰითროუს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰოლანდ-ქეიმ.

ჰითროუს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საფრანგეთის შარლ დეგოლის აეროპორტი 19.27 მილიონ მგზავრს მოემსახურა, დიდი ბრიტანეთის ჰითროუ – 18.97 მილიონ მგზავრს, ამსტერდამის შიპოლის აეროპორტი – 17.6 მილიონ მგზავრს, ხოლო ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტი – 16.16 მილიონ მგზავრს.

აღსანიშნავია, რომ ჰითროუს აეროპორტის ვარაუდით, ისინი წლის ბოლომდე 22.6 მილიონ მგზავრს მოემსახურებიან ნაცვლად გასული წლის 81 მილიონისა. ჰითროუს აეროპორტი მგზავრთა ნაკადის შემცირებას კორონავირუსის მეორე ტალღას და ქვეყნების მიერ საზღვრების ჩაკეტვას უკავშირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.