გასული სამუშაო კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი გაიზარდა.
“საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება 3.15%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.18 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 14 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 451.38 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირას 1,650,398 გირვანქა სტერლინგი იყო.
“საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 9.33% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.10 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 17 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 196.41 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1,146,251 გირვანქა სტერლინგი იყო.
TBC PLC-ის აქციების ღირებულების კლება 1.59%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 9.88 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის კლების გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაციამ 8 მილიონი გირვანქა სტერლინგით იკლო და ამჟამად 544.94 მილიონ ფუნტს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1,534,529 გირვანქა სტერლინგი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 5 აგვისტოდან “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG) საფონდო ბირჟაზე აღარ ივაჭრება, რადგან კომპანიამ სრულად “საქართველოს კაპიტალის” შემადგენლობაში გადაინაცვლა.
რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების – რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია:
რკინიგზა – ბონდის ღირებულება $105.20 დოლარი – ცვლილება გასული კვირის მანძილზე +0.04%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 3.96%-ით არის შემცირებული.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია – ბონდის ღირებულება $101.90 დოლარი – ცვლილება გასული კვირის მანძილზე +0.07%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 2.20%-ით არის შემცირებული. სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია $250 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების რეფინანსირებას EBRD-დან მოზიდული სესხის მეშვეობით მოახდენს. უფრო ვრცლად იხილეთ სტატია.