ლუკაშენკოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის “უნიკალური მეთოდი“ აქვს

ლუკაშენკოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის “უნიკალური მეთოდი“ აქვს

ერთ დროს ბელარუსს ევროპაში შემორჩენილ ბოლო დიქტატურად მოიაზრებდნენ, ახლა კი ბელარუსი არის ერთ-ერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც კორონავირუსის გამო კარანტინი არ გამოცხადებულა.

1994 წლის შემდეგ, ბელარუსს ალექსანდრ ლუკაშენკო ხელმძღვანელობს. ის დასავლეთის კრიტიკას არ შეუწუხებია და საკმაოდ მშვიდად გრძნობს თავს კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად. მისი თქმით, “პანიკა უფრო დაგვაზიანებს, ვიდრე თავად ვირუსი“.

კორონავირუსთან დაკავშირებით ლუკაშენკოს მოსაზრებებმა განსაზღვრა ქვეყნის პოლიტიკაც, ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ქვეყანაში მისი აზრი პოლიტიკურ სცენაზე დომინირებს. ანუ, ცხოვრება ქვეყანაში გრძელდება ჩვეულებრივ. უფრო მეტიც, ლუკაშენკომ თქვა, რომ კარგი იქნება თუ სოფლებში ტრაქტორებზე მუშაობა გაგრძელდება. ასევე მან ურჩია ყველას დალიონ არაყი, წავიდნენ ტრადიციულ საუნაში, ანუ “ბანიაში“ კვირაში 2-3-ჯერ.

ქვეყანაში ასევე გრძელდება სპორტული ღონისძიებები. ევროპაში თითქმის ყველა საფეხბურთო ლიგა გაუქმდა, ბელარუსში კი სეზონი მიმდინარეობს.

ფეხბურთის გულშემატკივრები ამ ამბით მოხარულები არიან, თუმცა, ისინი სტადიონებზე შესვლამდე ტემპერატურას იზომავენ, თავად მოთამაშეები კი ნაკლებად მოხიბლულები არიან ამ გადაწყვეტილებით. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა სანდრო ცვეიბამ Daily Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბელარუსის ლიგა თითქოს სხვა პლანეტაზე იმყოფება და ამის გამო წუხს.

ბელარუსს ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 700 შემთხვევა აქვს. ქვეყანაში ინფიცირებულის გარდაცვალების პირველი შემთხვევა 31 მარტს დაფიქსირდა.

შექმნილი ვითარების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისკენ არ მოუწოდებს, მოქალაქეთა ნაწილი ამას თავად აკეთებს. ასევე 1 აპრილს ცალკეულმა კაფეებმა, რესტორნებმა და კინო-თეატრებმა დახურვის გადაწყვეტილება თავადვე მიიღეს. გარდა ამისა, ბუნებრივად შემცირდა დედაქალაქ მინსკის მეტროს მგზავრთა რაოდენობაც.

ქვეყანაში უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებულების თვითიზოლაციის წესი არსებობს. კერძოდ, დაბრუნებულებს არ აქვთ უფლება დატოვონ საცხოვრებელი თუ რაიმე გადაუდებელი საჭიროება არ აქვთ.

რაც შეეხება ბიზნესს, ფაქტია რომ ბიზნესს რთული დრო დაუდგა, თუმცა, ლუკაშენკო ამბობს, რომ “ეს თქვენი ბიზნესია და თავდაპირველად თქვენ გჭირდებათ, რომ გადაარჩინოთ იგი. ჩვენ კი მხარს დაგიჭერთ თუ ამის შესაძლებლობა გვექნება“.

ლუკაშენკოს რჩევები არაყთან, საუნასთან და სპორტთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესებთან, თუმცა, კიდევ ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მე-17 საუკუნის ინგლისში გამოყენებულ მეთოდებს იყენებენ.

კერძოდ, თურქმენეთის პრეზიდენტმა სიტყვა “კორონავირუსი” მედიიდან ამოიღო და არ გამოიყენებენ. აღნიშნულ ქვეყანას კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ აქვს ოფიციალურად დადასტურებული.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.