ლუქსემბურგის საინვესტიციო ფონდები "შავი ყუთია“, რომელიც ადამიანებს ფულის გათეთრებაში ეხმარება - გამოძიება

ლუქსემბურგის საინვესტიციო ფონდები "შავი ყუთია“, რომელიც ადამიანებს ფულის გათეთრებაში ეხმარება - გამოძიება

 

FORBES.GE

ლუქსემბურგის საინვესტიციო ფონდები “შავი ყუთია“, რომელიც ადამიანებს ფულის გათეთრებაში ეხმარ
54321

0 (0 votes)

კითხვის სავარაუდო დრო 1 წუთი

ლუქსემბურგის საინვესტიციო ფონდები  „შავი ყუთია“, რომელიც ადამიანებს ფულის გათეთრებაში ეხმარება – გამოძიება

თამთა ჯიჯავაძე

თებერვალი 9, 2021 at 11:22 am

49 ნახვა

ლუქსემბურგის საინვესტიციო ფონდები ფინანსური „შავი ყუთია“, რომელიც  ადამიანებს ფულის გათეთრებასა და გადასახადების თავიდან არიდებაში ეხმარება. ამის შესახებ, Reuters-ის ცნობით, OpenLux-ის ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი. აღნიშნული მედიაჯგუფი აერთიანებს ისეთ გამოცემებს, როგორიცაა Le Monde, Le Soir-ი, Miami Herald-ი და Sueddeutsche Zeitung-ი. მათ ოთხი მილიონი დოკუმენტი და 260 000 კომპანიის ჩანაწერები შეისწავლეს, რომლებიც დაკავშირებულია ლუქსემბურგის 4.5 ტრილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო ფონდებთან 1995 წლიდან 2020 წლამდე.

ლუქსემბურგის კანონმდებლობით, საინვესტიციო ფონდებმა ყველა ბენეფიციარის ან ინვესტორის სახელი რეგისტრატურაში უნდა მიუთითონ, რათა შესაბამის უწყებებს გადასახადების თავიდან არიდებასა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში დაეხმარონ.

თუმცა კერძო საინვესტიციო ფონდების 80%-ს არა აქვს გაცხადებული, თუ ვინ არიან აქციების რეალური მფლობელები, – ამბობენ გამომძიებლები.

„ერთად რომ ავიღოთ, ლუქსემბურგის ფონდების მნიშვნელოვანი ნაწილი კანონის მიხედვით მფლობელების ინდენტიფიცირებას არ ახდენს. ინდუსტრია, რომლის მართვაშიც ტრილიონობით ევროს ოდენობის აქტივია, ოპერირებას „შავი ყუთივით“ განაგრძობს“, – აღნიშნულია გამოძიებაში, რომელიც მოუწოდებს ლუქსემბურგის მთავრობას და ევროკომისიას, რომ აქციების მფლობელის დეფინიცია კიდევ უფრო შემჭიდროვდეს და დაზუსტდეს.

თავად ლუქსემბურგის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ მათი ქმედებები შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო კანონმდებლობას გადასახადების თავიდან არიდებასთან ბრძოლის კუთხით.

ცნობისთვის, 2019 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ლუქსემბურგი, რომელსაც მხოლოდ 600 000-იანი მოსახლეობა ჰყავს, მსოფლიოში წამყვან ქვეყნად დაასახელა გადასახადების სიმცირის კუთხით, და რომელიც იმდენ უცხოურ ინვესტიციას იზიდავს, რამდენსაც, მაგალითად, აშშ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *