მაიკლ ჯექსონის რანჩო Neverland $22 მილიონად გაიყიდა

მაიკლ ჯექსონის რანჩო Neverland $22 მილიონად გაიყიდა

მაიკლ ჯექსონის რანჩო Neverland $22 მილიონად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, მისი მყიდველი მილიარდერი ინვესტორია. საუბარია რონ ბურკლზე, რომელიც ჯექსონის ყოფილი მეგობარია. მისი პრესსპიკერის თქმით, მან ჯექსონის ლოს-ოლივოსში, კალიფორნიაში მდებარე უძრავი ქონება იყიდა.

რანჩო 1100 ჰექტარზეა გაშლილი, ის თავდაპირველად $100 მილიონად იყიდებოდა 2015 წელს. გასულ წელს კი ის გასაყიდად $31 მილიონად გამოიტანეს.

როგორც ცნობილია, ჯექსონმა რანჩოში $19.5 მილიონი გადაიხადა ჯერ კიდევ 1987 წელს.

შემდეგ მან რანჩო გასართობ კომპლექსად აქცია, სადაც გააშენა ზოოპარკი და გასართობი მოედანი, რომელსაც რეგულარულად სტუმრობნენ ბავშვები და ოჯახები. 1990-იან და 2000-იან წლებში კი Neverland არაერთი გამოძიების ობიექტად იქცა, ჯექსონის მიერ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებების საქმეზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *