მარკ მობიუსი: გლობალური კრიზისი არ იქნება

მარკ მობიუსი: გლობალური კრიზისი არ იქნება

„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ მიზეზს ასაღელვებლად იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკა მთლიანად გაჩერდება და არავინ აღარაფერს იყიდის “, – ამბობს განვითარებადი ბაზრების ჯგუფის Franklin Templeton Investments-ის მმართველი დირექტორი მარკ მობიუსი. იგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ევროპაში არსებული სავალო კრიზისი მსოფლიო ეკონომიკას რეცესიაში ჩააგდებს: „ჩვენ არ ვართ დიდად შეშფოთებულები ევროპაში არსებული სიტუაციით “.

მობიუსის ოპტიმიზმს ისიც აძლიერებს, რომ საქონელზე და მომსახურებაზე მოთხოვნა ჯერჯერობით არ მცირდება.
„მთელ მსოფლიოში მთავრობები აგრძელებენ ფულის ჩადებას ეკონომიკაში და საპროცენტო ფსონები მაღალი არ გახლავთ “, – ამბობს იგი. მობიუსის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს – თუმცა არცთუ ისე სწრაფი ტემპით. ამასთან ერთად, იგი ამტკიცებს, რომ განვითარებად საფონდო ბაზრებზე აქციები ძალიან იაფია და, შესაბამისად, ინვესტორებს მათ შესაძენად დიდი შესაძლებლობები აქვთ.

მობიუსი განსაკუთრებით პერსპექტიულს უწოდებს ბრაზილიის, რუსეთისა და თურქეთის ბაზრებს – კერძოდ, იმ ბანკების აქციებს, რომლებიც არ არიან დატვირთული ევროპული ვალებით.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.