Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ პრისცილა ჩანმა განაცხადეს, რომ ისინი დამატებით $100 მილიონს გაიღებენ აშშ-ში არჩევნების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მხარდასაჭერად. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
“ყველა უწყება, რომელიც საჭიროებს დაფინანსებას იმისათვის რომ ადამიანმა შეძლონ უსაფრთხოდ ხმის მიცემა, ამას შეძლებს“, – განაცხადა ცუკერბერგმა.
მისივე თქმით, მათ ამ დრომდე 2 100-ზე მეტმა ადგილობრივმა საარჩევნო უწყებამ მიმართა განაცხადით ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად.
ცნობისთვის, ცუკერბერგებმა ამ დრომდე საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად $300 მილიონი გაიღეს. პანდემიის ფარგლებში საჭირო იყო ხმის მიცემის დროს დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა უბნებზე დასაქმებულებისთვის. სწორედ ამას ხმარდება აღნიშნული დაფინანსება.