მარლონ ბრანდოს Rolex-ის მაჯის საათი 1.95 მილიონ დოლარად გაიყიდა

მარლონ ბრანდოს Rolex-ის მაჯის საათი 1.95 მილიონ დოლარად გაიყიდა

მარლონ ბრანდოს ნაქონი იშვიათი მოდელის Rolex-ის მაჯის საათი 1.95 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

საათზმა, რომლის უკანა მხარეს ბრანდოს ინიციალებია ამოტვიფრული, დიდი ინტერესი გამოიწვია. ლოტი რეკორდულად მცირე დროში – 15 წუთში გაიყიდა.

ბრანდომ ეს საათი 1995 წელს ქალიშვილს აჩუქა. საათი პირველად მოხვდა აუქციონზე და როგორც ბრანდოს ქალიშვილმა, აღნიშნა საათის გაყიდვიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებაზე დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ ბრანდოს ქალიშვილი პეტრა და მისი მეუღლე აქტიურად არიან ჩართულები საქველმოქმედო საქმიანობაში, ისინი განსაკუთრებით უპოვარ ბავშვებს ეხმარებიან.

Rolex-ის აღნიშნული მოდელი შექმნილია 1972 წელს უჟანგავი ფოლადისგან. ციფერბლატზე დატანილია მანათობელი მარკერები. საათი გაიყიდა სტატუსით “კარგად მოვლილ მდგომარეობაში“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *