საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2020 წლის მარტში 2019 წლის მარტთან შედარებით 12.5 მლნ დოლარით, 9%-ით შემცირდა. მარტში სულ 126 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.4 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2 მლნ დოლარით მეტია 2019 წლის მარტის მაჩვენებელზე.
იანვარ-მარტში, ჯამში, 389 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 2.4%-ით (9 მლნ დოლარით) მეტია.
მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, ყირგიზეთიდან და ესპანეთიდან ჩამორიცხვების კლებამ განაპირობა. მარტში გზავნილები ყველაზე მეტად გერმანიიდან გაიზარდა – 1 მლნ დოლარით.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც მარტში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად შემცირდა, მლნ დოლარი: