McDonald’s-ი დასაქმებულებს მეტ საათობრივ ანაზღაურებასა და სხვა წამახალისებელ ცვლილებებს ჰპირდება

McDonald’s-ი დასაქმებულებს მეტ საათობრივ ანაზღაურებასა და სხვა წამახალისებელ ცვლილებებს ჰპირდება

აშშ-ის McDonald’s-ი ახალი სამუშაო ძალის მოსაზიდად მოსამსახურე პერსონალისთვის დამატებითი პრივილეგიების მინიჭებას გეგმავს. კომპანია აპირებს, რომ დასაქმებულებს სხვებთან შედარებით მაღალი საათობრივი ანაზღაურება შესთავაზოს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ შტატებში მდებარე McDonald’s-ი არასამუშაო საათების ანაზღაურებასა და პერსონალისთვის სწავლის საფასურის გადახდასაც კი უზრუნველყოფს.

მსგავსი ტიპის პრივილეგიების შემოღების საჭიროების წინაშე კომპანია მას შემდგომ დადგა, რაც სარესტორნო ინდუსტრიას არასაკმარისი სამუშაო ძალის პრობლემა შეექმნა. McDonald’s-ი განაგრძობს მულტიმილიონობით დოლარის ინვესტიციების გაღებას დასაქმებულთა კომპენსაციის პროგრამისთვის, რომელიც ასევე მოიცავს სამუშაო ვერსიას ბავშვების გადაუდებელი სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისთვის.

შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიისას დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სარესტორნო ბიზნესი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბევრ რესტორანს მუშაობის შეჩერება და მომსახურე პერსონალის გათავისუფლება მოუწია. შესაბამისად, რეგულაციების შემსუბუქებასა და ცხოვრების ნორმალური ტემპის აღდგენასთან ერთად, რესტორნებს ახალი სამუშაო ძალა ესაჭიროებათ, კონკურენცია კი იმდენად მაღალია, რომ კომპანიებს დასაქმებულთათვის დამატებითი შეთავაზებების გაკეთება უწევთ.

McDonald’s-ის განცხადებით, კომპანიის სამოქმედო გეგმა შედგენილია მათი გუნდის 5,000 წევრის, მმართველებისა და მფლობელების გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით. შესაბამისად, იმედოვნებენ, რომ როდესაც საქმე ახალი სამუშაო ძალის აყვანაზე მიდგება, მათ მიერ შემუშავებული ეს გეგმა აუცილებლად გაამართლებს.

აღსანიშნავია, რომ მაისში McDonald’s-მა მის მიერ დაქირავებული პერსონალის ანაზღაურების 10%-იანი ზრდა დააანონსა. კომპანია ასევე გეგმავს, რომ 2024 წლისთვის მის მიერ დაწესებული საათობრივი გასამრჯელო 15 აშშ დოლარამდე გაზარდოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *