მეგან მარკლი და პრინცი ჰარი საქველმოქმედო ორგანიზაციას აარსებენ

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი საქველმოქმედო ორგანიზაციას აარსებენ

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საკუთარ საქველმოქმედო ორგანიზაციას აარსებენ, რომელსაც Archewell–ს არქმევენ.

როგორც ბრიტანული გამოცემა Telegraph–ი წერს, წყვილმა უკვე შეავსო საჭირო დოკუმენტაცია აშშ–ში გასულ თვეს და ამჟამად მუშაობენ ორგანიზაციის ამუშავებასა და მისი ვებგვერდის შექმნაზე.

ჰარისა და მეგან მარკლის პრესსპიკერის ცნობით, უფრო მეტი დეტალი საქველმოქმედო ორგანიზაციის შესახებ საჭირო დროს გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის სახელი Archewell–ი თავიანთი შვილის არჩის სახელიდან არ გამომდინარეობს. როგორც განმარტავენ, “Arche” ბერძნული სიტყვაა და “ქმედების წყაროს“ ნიშნავს. როგორც წყვილი ამბობს, აღნიშნული იდეა მათ შვილის დაბადებამდე გაუჩნდათ და სწორედ ამ სიტყვიდან გამომდინარე გადაწყვიტეს თავიანთი შვილისთვისაც არჩი დაერქმიათ.

შეგახსენებთ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე უარი წლის დასაწყისში თქვეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *