მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო „რამადა თბილისი“ გაიხსნა

მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო „რამადა თბილისი“ გაიხსნა

„რამადა თბილისი“ სტუმრებს 4 კატეგორიის 125 კომფორტულ ოთახს სთავაზობს.

სასტუმროს რესტორნის სახელი მისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო შეირჩა და ერთ-ერთი უძველესი, კოლორიტული უბნის, ვერის სახელი ეწოდა. რესტორანი „ვერა“ სასტუმროს მთავარი თავშეყრის ადგილია, რომელიც სტუმრებს როგორც ევროპული, ისე ტრადიციული ქართული კერძებით მასპინძლობს. აქვეა განთავსებული ბარი, რომელშიც  წასახემსებლებისა და საავტორო კოქტეილების დიდი არჩევანია.

ხელსაყრელი მდებარეობა და ნათელი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების ოთახები შესანიშნავი არჩევანია კორპორაციული შეკრებების, წვეულებებისა თუ ტრენინგების დასაგეგმად.

ბრენდი “რამადა” 1954 წელს შეიქმნა. დღეს ის 850-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროების ქსელია.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 18 მილიონი აშშ დოლარია. ამჟამად სასტუმროში დასაქმებულია 80 ადამიანი. დაგეგმილია დასაქმებულთა რაოდენობის 120-მდე გაზრდა.

სასტუმროს მართავს „ამბერ ჯგუფი“, ქართული კომპანია, რომელიც ამ ბიზნესს 2019 წელს სასტუმრო “გუდაური ლოჯის” გახსნით შეუერთდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *