Morgan Stanley: წლის ბოლო კვარტალში ევროზონა რეცესიაში შევა

Morgan Stanley: წლის ბოლო კვარტალში ევროზონა რეცესიაში შევა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, ამერიკული Morgan Stanley-ის ეკონომისტების ვარაუდით, რუსეთიდან ენერგორესურსების შემცირებული მიწოდების ფონზე, მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ევროზონა რეცესიაში შევა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

Morgan Stanley-ის ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ევროზონის ქვეყნების ეკონომიკა ორი კვარტალის განმავლობაში შეიკუმშება, მაგრამ მომავალი წლის მეორე კვარტალში, გაზრდილი ინვესტიციების ფონზე, კვლავ ზრდას დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ შენელებული ეკონომიკური ზრდისა და მზარდი ინფლაციის ფონზე, ეკონომისტები ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მუდმივ ზრდას პროგნოზირებენ, საერთო ჯამში – 0.75%-მდე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.