Meta მიმდინარე კვირაში ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

Meta მიმდინარე კვირაში ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

სოციალური მედიის გიგანტების, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta Platforms-ი მიმდინარე კვირაში თანამშრომელთა გათავისუფლების ახალ რაუნდს აანონსებს. ნოემბერში მარკ ცუკერბერგის Meta-მ დასაქმებულთა რაოდენობა 13%-ით უკვე შეამცირა, რაც კომპანიამ ხარჯების კლებითა და უფრო ეფექტიან კომპანიად გადაქცევის მიზნით ახსნა.

ნოემბრის მასობრივი შემცირებებისას, Meta-მ დაკავებული თანამდებობებიდან კომპანიისთვის რეკორდული რაოდენობის, 11,000 თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც თავად კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, სოციალური ქსელის გიგანტი მიმდინარე წელს ხარჯების შემცირებაზე იქნება კონცენტრირებული და 2023-ს „ეფექტიანობის წლად“ გამოაცხადებს.

თებერვალში გაკეთებული განცხადების თანახმად, Meta ორიენტირებულია იმ „პროექტების შემცირებაზე, რომლებიც არ მუშაობს ან აღარ არის კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის“, ამავდროულად კი გეგმავს „მენეჯმენტის საშუალო ფენის გაქრობას, რაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს“.

ხარჯების შემცირების ძალისხმევა სამომხმარებლო ტექნოლოგიური გიგანტისთვის საკმაოდ რთულ დროს დაემთხვა. მეოთხე კვარტალის მონაცემებით, Meta-ს ხარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა და $25.8 მილიარდს მიაღწია, ხოლო მთლიანი გაყიდვები 4%-ით $32 მილიარდამდე შემცირდა. Meta-ს ძირითადი სარეკლამო ონლაინბიზნესი კი კვლავ დაბრკოლებების წინაშეა, რასაც პარალელურად TikTok-თან გაზრდილი კონკურენციაც ახლავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *