მეცნიერებმა დედამიწაზე ის ადგილი იპოვეს, სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა

მეცნიერებმა დედამიწაზე ის ადგილი იპოვეს, სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა

მეცნიერები ამბობენ, რომ მათ დედამიწაზე ყველაზე სუფთა ჰაერი იპოვეს, რომელიც არ არის დაბინძურებულია ადამიანების აქტივობის შედეგად. საუბარია სამხრეთის ოკეანეთის ტერიტორიაზე, რომელიც ანტარქტიკას აკრავს გარს.

კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღნიშნულ რეგიონში ატმოსფერო შეისწავლეს და შენიშნეს რომ ჰაერის შემადგენლობა უცვლელია.

პროფესორ სონია კრიდენვაისისა და მისი გუნდის დასკვნით, სამხრეთის ოკეანის თავზე ჰაერის ის შრე, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მდებარე ღრუბლებს კვებავს, ადამიანის აქტივობის შედეგად გამოწვეულ მავნე ნაწილაკებს არ შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტარქტიკამდე სხვა ახლოს მდებარე კონტინენტებიდან დაბინძურებული ნაწილაკები ვერ აღწევს.

მეცნიერების კვლევა ორშაბათს სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა, სადაც სამხრეთის ოკეანის თავზე ჰაერს ისინი „სრულად სუფთას“ უწოდებენ.

ჰაერის დაბინძურება ზოგადად აეროზოლური ნაწილაკებითაა გამოწვეული, რომელიც არის როგორც მყარი ასევე თხევადი ფორმით, ამას ემატება ასევე სათბურის აირებიც.

ჰაერის დაბინძურება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისს იწვევს, რასაც წლის განმავლობაში 7 მილიონი ადამიანი ეწირება. კვლევები ადასტურებს, რომ ჰაერის დაბინძურება ზრდის გულის დაავადებების და ფილტვის კიბოს რისკებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები ყველაზე მეტად ზარალდებიან ჰაერის დაბინძურებით.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.