Microsoft-ი General Motors-თან შეთანხმებას აფორმებს

Microsoft-ი General Motors-თან შეთანხმებას აფორმებს

Microsoft-მა General Motors-თან და მის მფლობელობაში შემავალ კომპანია Cruise-სთან შეთანხმება გააფორმა, რაც თვითმართვადი ავტომობილების კომერციალიზაციის დაჩქარებას ისახავს მიზნად.

შეთანხმების თანახმად, Microsoft-ი $2 მილიარდის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს Cruise-ში. აღნიშნული დაფინანსება Cruise-ის საბაზრო ღირებულებას $30 მილიარდამდე ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და მომხმარებლები არ ჰყავს.

გარდა ამისა, Microsoft-სა და Cruise-ს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს Microsoft-ის მიერ Cruise-ის ე.წ ქლაუდ პლატფორმით უზრუნველყოფას. შედეგად Microsoft-ი გახდება GM-ის ახალი “ქლაუდ“ პროვაიდერი, რომელიც ავტომწარმოებელს დაეხმარება ხელოვნური ინტელექტის განვითარებაშიც. კომპანიები ასევე ითანამშრომლებენ წარმოების პროცესში.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შედეგად GM-ის აქციები 9%ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის მიერ თანამშრომლობის დაწყება Cruise-სთან იმაზე მეტყველებს, რომ Amazon-ის და Google-ის შემდეგ, ეს ტექნოლოგიური გიგანტიც ჩნდება თვითმართვადი ავტომობილების ინდუსტრიაში.

თავად GM კი ელექტრო და თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. ავტომწარმოებელი 2025 წლამდე $27 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს ამ მიმართულებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *