Microsoft-ი იმ რაოდენობის შემოსავალს აღარ ელოდება, რაც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი

Microsoft-ი იმ რაოდენობის შემოსავალს აღარ ელოდება, რაც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი

Microsoft-ი აცხადებს, რომ აღარ ელოდება იმ რაოდენობის შემოსავლის მიღებას, რაც ერთი თვის წინ იყო დაგეგმილი. ამის მიზეზი კი კორონავირუსის გავლენაა კომპანიის მიწოდების ქსელზე. ამან ყველაზე მეტად Windows-ისა და Surface ლეპტოპების გაყიდვებზე იმოქმებდა.

მიუხედავად იმისა, რომ Windows-ზე მაღალი მოთხოვნა იყო, მისი გაყივდების ქსელი მაინც ნელა იკრებს ძალებს იმასთან შედარებით, რასაც ელოდნენ. ჩინურმა მწარმოებლებმა ახალი წლის არდადებების პერიოდში დახურეს ქარხნები, მას შემდეგ მუშაობის შეჩერება კორონავირუსის გავრცელების გამო, კვირების მანძილზე გაგრძელდა. დღეს კი მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა ქარხნებმა მუშაობა უკვე განაახლეს, Microsoft-ში აცხადებენ, რომ დრო იქნება საჭირო, რათა კომპანია ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ Microsoft-ის ამ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე Apple-მაც განაცხადა, რომ აღარ ელოდება იმ რაოდენობის შემოსავალს, რაც წინასწარ იყო მოსალოდნელი მარტის კვარტლისთვის.

წყარო: CNNBusiness

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *