Microsoft მესამე ამერიკული კომპანიაა, რომლის საბაზრო ღირებულებამ ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. შთამბეჭდავი ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის აქციების ფასი გაიზარდა. შედეგად, Microsoft შეუერთდა Apple-ისა და Amazon-ის ჯგუფს.
გასულ წელს, Apple პირველი კერძო კომპანია გახდა, რომლის ღირებულებამაც ტრილიონი დოლარი შეადგინა.
ხუთშაბათს, Microsoft-ის აქციების ფასი 130 დოლარი იყო – 4%-ით მეტი წინა დღის მაჩვენებელზე. კომპანია დღეს 124 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, მისი წლიური მოგება კი 14 მილიარდ დოლარზე მეტია.
Microsoft 1975 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში, მისი დამფუძნებელი ბილ გეითსი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში პირველ ადგილს იკავებდა, მანამ სანამ მას ჯეფ ბეზოსი ჩაანაცვლებდა.
გუშინდელი სავაჭრო დღე წარმატებული აღმოჩნდა სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისთვისაც. ჯამში, Facebook-სა და Microsoft-ის მფლობელი 27 მილიარდერის ქონება $7.4 მილიარდით გაიზარდა. აქედან ყველაზე მეტად კი მარკ ცუკერბერგის ქონება გაიზარდა – ერთ დღეში 3.9 მილიარდი დოლარით.