Microsoft Word-ს აუდიო ჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატება

Microsoft Word-ს აუდიო ჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატება

Microsoft Word-ს აუდიო ჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატება, რაც ჟურნალისტებს და სტუდენტებს საქმიანობას გაუმარტივებს, რადგან ისინი ლექციის ან ინტერვიუს ტექსტად ქცევას მარტივად, მოკლედ დროში შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ახალი ფუნქცია Microsoft Word-ის უახლეს ვერსიას – Microsoft 365-ს დაემატება. მომხმარებელი Microsoft Word-ში ატვირთავს აუდიო ჩანაწერს, რის შემდეგაც პროგრამა ჩანაწერის გაშიფვრას დაიწყებს; მას, ასევე, შეუძლია რამდენიმე მოსაუბრის იდენტიფცირება და ტექსტის შესაბამისად დაწყობა.

ამასთან, თუ მომხმარებელი ტექსტში უზუსტობას აღმოაჩენს, აუდიო ჩანაწერზე ორჯერ დაჭერით (“დაწკაპებით”) ტექსტი გასწორდება.

CNN წერს, რომ აუდიო ჩანაწერების გაშიფვრისას ხელოვნური ინტელექტი უკვე ხშირად გამოიყენება და მისი დახვეწის კვალდაკვალ ტექსტებიც მეტი სიზუსტით გაიშიფრება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Google-მაც წარადგინა Recorder app, რომელიც მომხმარებლისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მას სხვადასხვა მოსაუბრის იდენტიფიცირება არ შეუძლია.

Microsoft-ი აცხადებს, რომ Microsoft Word-ს ახალი ფუნქცია 2020 წლის ბოლოსთვის დაემატება და ის ინგლისურის გარდა სხვა ენებზეც იქნება ხელმისაწვდომი.