მილიარდერ რუბენშტეინის თქმით, არავინ იცის რეალურად რამდენად ცუდ ვითარებაშია ეკონომიკა

მილიარდერ რუბენშტეინის თქმით, არავინ იცის რეალურად რამდენად ცუდ ვითარებაშია ეკონომიკა

მილიარდერი დევიდ რუბენშტეინი, რომელიც აქტივების მართვისა და ფინანსური მომსახურების კორპორაციის The Carlyle Group-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარეა ამბობს, რომ აშშ-ში რეალურად არავინ იცის, თუ რამდენად ცუდ ვითარებაშია ახლა ქვეყნის ეკონომიკა, ან ზუსტად რამდენ ხანს შენარჩუნდება პანდემიის გავლენები, რამაც 30 მილიონი ამერიკელი სამსახურის გარეშე დატოვა.

რუბენშტეინმა ამის შესახებ FT-ის ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

“ვფიქრობ, ვაშინგტონში, ან ნიუ-ორკში ან აშშ-ის სხვა ნაწილში რეალურად არავინ იცის რამდენად ცუდადაა ეკონომიკა, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით როდის დავუბრუნდებით ძველ პერიოდს, როდის დაუბრუნდება ხალხი სამსახურებს, სკოლებს. ახლა, ეკონომიკა ისეთ ცუდ ვითარებაშია, როგორიც არასოდეს მინახავს ცხოვრებაში, და როგორშიც დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა“, – განაცხადა მილიარდერმა.

რუბენშტეინის თქმით, არა თვეები, არამედ წლები დასჭირდება ცალკეული მიმართულებით ქვეყანას, იმისათვის რომ ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, – “ამიტომაც ვფიქრობ, ეკონომიკების გახსნა არ არის იმის გარანტი, რომ ჩვენ მშპ-ს მაჩვენებელს დავაბრუნებთ იქ, სადაც გვინდა“, – აღნიშნა მილიარდერმა.

პროგნოზების მიხედვით, აშშ-ში მშპ მეორე კვარტალში შესაძლოა 20%-ით დაეცეს წინა კვარტალთან შედარებით.

“ეს არ არის კარგი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო დანაწევრდება, უამრავი ზარალი მიადგება მსოფლიოს და იქნება სიკვდილიანობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეკონომიკა დაუბრუნდება რაღაც ნიშნულს, მიმაჩნია, რომ ეს იქნება განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობა რაც წინ გველის“, – განაცხადა რუბენშტეინმა.

რაში ჩადებს ის ინვესტიციებს? რუბენშტეინი არ არის მედიაინდუსტრიის მომხრე, მას არც იმის სჯერა, რომ შეიქმნება რაიმე ისეთი ტექნოლოგია, როგორიც 2008 წელს იყო ბითკოინი. ამის ნაცვლად, რუბენშტეინი ამბობს, რომ უნდა გაორმაგდეს ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა სასტუმრო და გართობასთან დაკავშირებული ბიზნესები. მისი რჩევაა, აქცენტების იმაზე გაკეთება, რაც ყველაზე მეტად გვესმის.

რუბენშტეინმა პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა და აქცენტი დონალდ ტრამპის საარჩევნო შანსებზე გააკეთა. მისი თქმით, არავინ იცის წინასწარ რა იქნება, იმიტომ რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ზუსტად პროგნოზირება რთულია, – “უნდა გავაანალიზოთ, რომ სამი თვის წინ ბევრი ფიქრობდა რომ პრეზიდენტ ტრამპს ხელახლა არჩევის კარგი შანსი ჰქონდა, სამი თვის შემდეგ ახლაც იგივენაირი მოსაზრებაა“, – დასძინა მილიარდერმა.

აღსანიშნავია, რომ დევიდ რუბენშტეინის ქონება 2020 წლის მდგომარეობით 1,8 მილიარდი დოლარია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *