მილიარდერები, რომლებიც 2022 წელს გარდაიცვალნენ

მილიარდერები, რომლებიც 2022 წელს გარდაიცვალნენ

2022 წლის მარტში, ამერიკული Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს საერთო ჯამში 2,668 მილიარდერი ჰყავდა. გასულ წელს 26 მილიარდერი გარდაიცვალა, რომელთა თითქმის ნახევარი ამერიკის მოქალაქე გახლდათ. 2022 წელს გარდაცვლილ მილიარდერებს შორის ასევე იყვნენ ინდოეთის, ავსტრიისა და საფრანგეთის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გარდაცვლილი მილიარდერებიდან მხოლოდ ორის ქონება აღემატებოდა $20 მილიარდს: იტალიელი ლეონარდო დელ ვეკიო, რომლის სათვალეების იმპერია მოიცავს საცალო ვაჭრობის ქსელ Hut-სა და ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Ray-Bans-ი და Red Bull-ის დამფუძნებელი დიტრიხ მატეშიცი.

2022 წელს გარდაცვლილი მილიარდერების უმეტესობის ასაკი 80 წელს აჭარბებდა. მათ შორის იყო რობერტ ბროკმანი, რომელსაც ბრალი ედებოდა აშშ-ის ისტორიაში გადასახადებისგან თავის არიდების უმსხვილესი საქმის ორგანიზებაში. ის სასამართლოს დასრულებამდე გარდაიცვალა. ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ სათამაშოების სამხრეთკორეული კომპანიის დამფუძნებელი, 54 წლის კიმ იუნგ-ჯუ, რომელიც, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, დეპრესიის გამო მკურნალობდა.

წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომლებიც 2022 წელს გარდაიცვალნენ:

ლეონარდო დელ ვეკიო – $24.8 მილიარდი, მექსიკა: სათვალეების მწარმოებელი და საცალო ვაჭრობის კომპანია Luxottica-ს დამაარსებელი, რომელიც მოიცავს საცალო ვაჭრობის ქსელ Hut-სა და ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Ray-Bans-ი.

დიტრიხ მატეშიცი – $20.2 მილიარდი, ავსტრია: ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლის, Red Bull-ის თანადამფუძნებელი.

პალონჯი მისტრი – $15 მილიარდი, ინდოეთი: Shapoorji Pallonji Group-ის თავმჯდომარე და ინდოეთის უმსხვილესი კერძო კონგლომერატის, Tata Group-ის მთავარი აქციონერი.

კიმ იუნგ-ჯუ – $10.9 მილიარდი, სამხრეთი კორეა: ონლაინთამაშების კომპანია Nexon-ის დამფუძნებელი და მისი ჰოლდინგური კომპანია NXC-ის თავმჯდომარე.

ედუარდ ჯონსონ III – $10.1 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები: Fidelity Investments-ისა და Fidelity International-ის თანამფლობელი.

ჰერბერტ კოლერ ჯუნიორი – $8.8 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები: მისი საოჯახო კომპანიის, სანტექნიკის მოწყობილობების მწარმოებელი Kohler-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ალბერტო ბაილერესი – $8.6 მილიარდი, მექსიკა: Industrias Penoles-ის, მექსიკის მეორე უმსხვილესი სამთო კომპანიის ხელმძღვანელი, მაღაზიათა ქსელ Palacio de Hierro-სა და სადაზღვევო კომპანია Grupo Nacional Provincial-ის მმართველი.

რაჰულ ბაჯაჯი – $8.2 მილიარდი, ინდოეთი: ინდოეთის კონგლომერატის, Bajaj Group-ის თავმჯდომარე. ბაჯაჯი ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი და ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო Padma Bhushan-ის მფლობელი იყო.

რაკეშ ჯუნჯუნვალა – $5.8 მილიარდი, ინდოეთი: ბიზნესმენი, აქციებით მოვაჭრე და ინვესტორი.

ჯულიან რობერტსონი – $4.8 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები:  ერთ-ერთი პირველი ჰეჯ-ფონდის, Tiger Management-ის დამფუძნებელი.

რობერტ ბროკმენი – $4.7 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები: პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი და Reynolds and Reynolds-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე.

პიერ ბელონი – $4.2 მილიარდი, საფრანგეთი: სარესტორნო მომსახურების კომპანიის Sodexo დამფუძნებელი. ბელონი ავტორია წიგნების: I’ve Had A Lot Of Fun: The Sodexo Story და To Serve and To Grow.

რუდი მა – $3.3 მილიარდი, ტაივანი: ფინანსური მომსახურების კომპანია Yuanta Financial Holdings-ის დამფუძნებელი.

დევიდ გოტესმანი – $2.9 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები: საინვესტიციო ფირმა First Manhattan Co-ს თანადამფუძნებელი.

ჰაიდი ჰორტენი – $2.9 მილიარდი, ავსტრია: Horten AG-ის დამფუძნებლის, ჰელმუტ ჰორტენის მეუღლე.

ალან გოლდმენი – $2.8 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები: უძრავი ქონების ინვესტორი და საინვესტიციო ფირმა Solil Management-ის თანათავმჯდომარე.

ჯონ არილაგა – $2.6 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები: სილიკონის ველის უძრავი ქონების დეველოპერი, რომელმაც 1960-იან წლებში ბიზნესპარტნიორ რიჩარდ პერისთან ერთად სასოფლო-სამეურნეო მიწა შეიძინა და საოფისე პარკებად აქცია. არილაგას ფირმა Peery Arrillaga-ს მოიჯარეებს შორის იყვნენ Google-ი და Intuit-ი.

ფონგ იუნ ვანი – $2.3 მილიარდი, ჰონგ-კონგი. უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Hip Shing Hong Group-ის თავმჯდომარე.

ხოსე ლუის კუტრალე – $1.9 მილიარდი, ბრაზილია: „ფორთოხლის მეფის“ სახელით ცნობილმა მილიარდერმა მამასთან ერთად ფორთოხლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია Sucocítrico Cutrale დააარსა. 2015 წელს, თანამემამულე ბრაზილიელ მილიარდერ ჯოზეფ საფრასთან ერთად, კუტრალემ 1.3 მილიარდ დოლარად ბანანის მწარმოებელი Chiquita Brands International-ი შეიძინა.

დონალდ ფოსი – $1.7 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები: ავტოსაფინანსო კომპანია Credit Acceptance-ის დამფუძნებელი.

ფაიეზ საროფიმი – $1.5 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები: საფინანსო მართვის ფირმა Fayez Sarofim & Co-ის დამაარსებელი.

მაიკლ პრისი – $1.3 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები: ინვესტორი, ჰეჯ-ფონდ MFP Investors-ის მმართველი.

ვიტო როდრიგეს როდრიგესი – $1.3 მილიარდი, პერუ: სატრანსპორტო კომპანია Jose Rodríguez Banda SA-ს თანადამფუძნებელი.

რობერტ ტოლი – $1.3 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები: სახლების სამშენებლო კომპანია Toll Brothers-ის თანადამფუძნებელი.

ლილი საფრა – $1.3 მილიარდი, მონაკო:  Edmond J. Safra Foundation-ის თავმჯდომარე.

კლემენტ ფაიატი – $1.1 მილიარდი, საფრანგეთი: სამშენებლო ფირმა Fayat Group-ის დამფუძნებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *