მილიარდერები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლას მსხვილ თანხებს სწირავენ

მილიარდერები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლას მსხვილ თანხებს სწირავენ

პანდემიის შედეგად გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დონაციებს ათობით მილიარდერი აკეთებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მხოლოდ მცირედმა ნაწილმა გადაწყვიტა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით გამოყოფილი თავიანთი ფინანსური შეწირულობის გასაჯაროვება.

მარტის შუა რიცხვებიდან Forbes–ი აკვირდება თუ რა რაოდენობის თანხებს სწირავენ ულტრამდიდარი ადამიანები COVID-19–ის გავლენების გამოსწორებისთვის. გამოვლინდა სულ მცირე 77 მილიარდერი, რომლებმაც ასე ვთქვათ “ხელი გაიკრეს საკუთარ საფულეებზე“. მათგან ყველაზე მსხვილი შემომწირველი ჯეკ დორსია, რომელიც Twitter–ს ხელმძღვანელობს. მის დონაციაზე ქართულმა Forbes–მაც არაერთხელ დაწერა. კერძოდ, დორსიმ მისი ქონების – $3.9 მილიარდის დაახლოებით მეოთხედის გაცემის პირობა დადო, რაც $1 მილიარდს უტოლდება. ის ნაწილ-ნაწილ შეწირავს ამ თანხას კორონავირუსის გავლენებზე ბრძოლას. ამ დრომდე დორსიმ უკვე $5 მილიონი გამოყო, რაც ოთხ ორგანიზაციას გადაეცა.

მეორე ყველაზე მსხვილი შემომწირველი ინდოელი ტექნოლოგიური მაგნატი აზიმ პრემჯია, რომელიც გეგმავს კორონავირუსის გავლენების გამო, ჯანდაცვის სექტორისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის $132 მილიონი გაიღოს.

მესამეზე კი Microsoft–ის დამფუძნებელი ბილ გეითსია, რომელმაც $105 მილიონის გაღების პირობა დადო, ამ თანხიდან უმეტესობა უნდა მოხმარდეს ვაქცინის შექმნას, კორონავირუსზე მკურნალობას და დიაგნოსტიკური საშუალებების დახვეწას.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამერიკის პირველმა მილიარდერმა პრეზიდენტმაც გაიღო გარკვეული თანხა, კერძოდ, $100 000. ანუ მან მისი ხელფასის მეოთხედი ჯანდაცვის და ადამიანური სერვისების დეპარტამენტს შესწირა. ეს მისი ქონების ($2.1 მლრდ) 0.005%–ია.

იმ მილიარდერების პირველი ოცეული, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის გავლენებთან ბრძოლისთვის დონაციებს ახორციელებენ, შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ჯეკ დორსი – კალიფორნია – გაიღებს $1 მლრდ-ს, მისი ქონება შეადგენს $3.9 მლრდ-ს;
  2. აზიმ პრემჯი – ინდოეთი – გაიღებს $132 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $6.1 მლრდ-ს;
  3. ბილ გეითსი – ვაშინგტონი – გაიღებს $105 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $104 მლრდ–ს;
  4. ენდრიუ ფორესტი – ავსტრალია – გაიღებს +$100 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $8.2 მლრდ–ს;
  5. ჯეფ ბეზოსი – სიეტლი – გაიღებს $100 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $138 მლრდ-ს;
  6. მაიკლ დელი – ტექსასი – გაიღებს $100 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $27.7 მლრდ-ს;
  7. ლინ შუსტერმანი – ოკლაჰომა – გაიღებს $70 მილიონს, $3.4 მლრდ-ს;
  8. ამანსიო ორტეგა – ესპანეთი – გაიღებს $68 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $66.8 მლრდ-ს;
  9. ნიკი ოპენჰაიმერი – სამხრეთ აფრიკა – გაიღებს $54.4 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $7.5 მლრდ-ს;
  10. იოჰან რუპერტი – სამხრეთ აფრიკა – გაიღებს $54.4 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $4.9 მლრდ-ს;
  11. მაიკლ ბლუმბერგი – ნიუ–იორკი – გაიღებს $46 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $52,8 მლრდ–ს;
  12. პატრის მოცეპე – სამხრეთ აფრიკა – გაიღებს $43.5 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $1.6 მლრდ-ს;
  13. მარკ ცუკერბერგი და პრისილა ჩანი – კალიფორნია – გაიღებენ $37 მილიონს, მათი ქონება შეადგენს $66 მლრდ-ს;
  14. დევიდ ტეპერი – ფლორიდა – გაიღებს +$20 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $12 მლრდ-ს;
  15. ალიშერ უსმანოვი – რუსეთი – გაიღებს +$20 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $14.8 მლრდ-ს;
  16. ლეონ ბლეკი – ნიუ–იორკი – გაიღებს $20 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $7.2 მლრდ-ს;
  17. ჯეკ მა – ჩინეთი – გაიღებს +$14 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $41.8 მლრდ-ს;
  18. ლი კა–შინგი – ჰონგ–კონგი – გაიღებს +$13 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $26.3 მლრდ-ს;
  19. დენის კოუტსი – დიდი ბრიტანეთი – გაიღებს $12.6 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $6.8 მლრდ-ს;
  20. ლეონარდო დელ ვეჩიო – იტალია – გაიღებს $11 მილიონს, მისი ქონება შეადგენს $18.2 მლრდ-ს;

აღსანიშნავია, რომ იმ მილიარდერთა სიაში, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დონაციების შესახებ აცხადებენ, არიან იტალიის ყოფილი პრემიერი, სილვიო ბერლუსკონი, ასევე ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, ამასთან ჯორჯიო არმანი, Facebook-ის მთავარი საოპერაციო ოფიცერი შერილ სენდბერგი და მომღერალი ჯეი ზიც.

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *