მილიარდწლიანი შავი ალმასი, "ენიგმა", $4.3 მილიონად გაიყიდა

მილიარდწლიანი შავი ალმასი, "ენიგმა", $4.3 მილიონად გაიყიდა

მილიარდწლიანი შავი ალმასი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ მოჭრილ ალმასად მიიჩნევა, 4.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 555.55-კარატიანი ძვირფასი ქვა სახელად “ენიგმა”, რომელიც წონით ბანანს უტოლდება, ონლაინაუქციონზე გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ საკითხთან დაახლოებული პირების მოლოდინით, ის 6 მილიონ აშშ დოლარად უნდა გაყიდულიყო.

აუქციონ „სოტბისის“განცხადებით, მყიდველმა გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტა აირჩია. აუქციონს მყიდველის ვინაობა არ გაუმჟღავნებია, თუმცა მისი დასრულებიდან მალევე კრიპტოანტრეპრენიორმა რიჩარდ ჰართმა სოციალურ მედიაში ინფორმაცია გაავრცელა, რომ ენიგმას მყიდველი სწორედ ის იყო.

აღნიშნულმა პიროვნებამ საკუთარ გამომწერებს აუწყა, რომ მას შემდეგ, რაც ყველა ფორმალური მხარე მოგვარდება, ალმასს HEX.com დაერქმევა მის მიერ დაარსებული ბლოკჩეინ-პლატფორმის მსგავსად.

ცნობისათვის, ალმასის წარმოშობის შესახებ არაერთი თეორია არსებობს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ის დედამიწაზე ასტეროიდის წყალობით აღმოჩნდა. ძვირფასი ქვა კარბონადოს სახეობისაა, რაც ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ბუნებრივ ალმასად მიიჩნევა. კარბონადოსის მოპოვება დღესდღეობით მხოლოდ ბრაზილიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშია შესაძლებელი.

ცნობისათვის, შავი ალმასები, როგორც წესი, დაახლოებით 2.6-3.2 მილიარდი წლის ძვირფას ქვებს წარმოადგენენ, რომელთა წარმოშობაც ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *