JPMorgan–ი ბრიტანული მაღალი დონის ბანკებსა და ონლაინკრედიტორებზე ,,დიდი თავდასხმისთვის“ ემზადება. მიმდინარე კვირაში ბრიტანეთში JPMorgan-ის დიდი ხნის დაგეგმილი ციფრული ბანკი Chase–ი ჩაეშვება.
JPMorgan–ის სპიკერმა დაადასტურა, რომ მათი პირველი საზღვარგარეთული საცალო ბანკი თავდაპირველად სმარტფონის აპლიკაციის ფორმით ჩაეშვება.
ონლაინბანკის ხელმძღვანელმა, სანოკე ვისვანათანმა პარასკევს Times-თან და Financial Times–თან საუბრისას აღნიშნა, რომ ბანკს დიდი გეგმები აქვს. თავდაპირველად სესხებისა და ინვესტიციების გაფართოებას კონტინენტურ ევროპაში გეგმავს, წარმატების შემთხვევაში კი სხვა ქვეყნებშიც დაიწყებს საქმიანობას.
JPMorgan–ის ამერიკელი მეტოქე Goldman Sachs–ი ბრიტანეთის ბაზარზე 2018 წელს შევიდა და მომხმარებელს შემნახველი ანგარიშები შესთავაზა.
ამერიკული ბანკები ამ ნაბიჯით ცდილობენ, არასტაბილური შემოსავლები საინვესტიციო ბანკებიდან უფრო სტაბილური საცალო შემოსავლებით ჩაანაცვლონ და ამით მოგებაც გაზარდონ, მაგრამ მათ კონკურენციის გაწევა ისეთი მსხვილი მოთამაშეებისათვის მოუწევთ, როგორიცაა Lloyds–ი, Barclays–ი, NatWest–ი და HSBC–ი.
JPMorgan–მა თავისი ბრიტანული წამოწყება Nutmeg–ის შეძენით კიდევ უფრო გააძლიერა. მან Nutmeg–ში თითქმის მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა.