მიმდინარე წელს იტალიას ენერგიის იმპორტის ხარჯი გაუორმაგდება

მიმდინარე წელს იტალიას ენერგიის იმპორტის ხარჯი გაუორმაგდება

იტალიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, ქვეყნის ენერგეტიკული იმპორტის წმინდა ხარჯები გაორმაგდება და დაახლოებით €100 მილიარდს მიაღწევს. ცნობისთვის, იტალიის მიერ მოხმარებული ენერგიის სამი მეოთხედი სწორედ იმპორტზე მოდის, რაც ევროპაში არსებული ენერგოკრიზისს ფონზე, ქვეყანას უფრო მეტად დაუცველს ხდის.

„სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით ენერგიის მზარდი ფასების ხარჯის ნაწილობრივი ანაზღაურებაც კი, საკმაოდ ძვირი ჯდება, რისთვისაც ჩვენი ქმედება საკმარისი არასდროს არ იქნება“, – განაცხადა იტალიის ეკონომიკის მინისტრმა Ambrosetti-ის ყოველწლიურ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ენერგიის მაღალ ფასებთან გამკლავებისთვის ფირმებისა და მომხმარებლების დასახმარებლად შემუშავებული ზომები მომავალ კვირას დამტკიცდება. ცნობისთვის, ამ დრომდე, დახმარების ექვსი პაკეტი, იტალიას ჯამში €52 მილიარდი დაუჯდა. იტალიის ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი აირისა და ენერგიის ფასების მდგრად დონეზე დაბრუნებაა.

იტალიაში ენერგიის იმპორტის წმინდა ხარჯმა, 2021 წელს, €43 მილიარდი შეადგინა, რაც თანხვედრაშია წინა წლების მაჩვენებელთან, თუ არ ჩავთვლით პანდემიით დაზარალებულ 2020 წელს. იტალიის ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს მოსალოდნელი €60-მილიარდიანი ზრდა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით სამ პროცენტულ პუნქტს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *