მიმიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

მიმიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ნავთობისა და გაზის კორპორაცია მიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად მოლაპარაკებებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და  აზიის განვითარების ბანკთან (ADB) აწარმოებს. 

ამასთან, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა, საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმებით, მათივე შესყიდვების წესების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. 

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს. ნავთობისა და გაზის კორპორაციის გადაწყვეტილებით, აქამდე დაგეგმილი სამფაზიანი ტენდერის ნაცვლად, რომლის პირველი ფაზა დამთავრებულია, ერთიანი ტენდერი გამოცხადდება.

გაზსაცავის მშენებლობა სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე იგეგმება და არსებული პროექტის მიხედვით, მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. გაზსაცავის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.