Morgan Stanley E*Trade-ს 13 მლრდ დოლარად ყიდულობს

Morgan Stanley E*Trade-ს 13 მლრდ დოლარად ყიდულობს

ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley-ი ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმა E*Trade Financial-ს დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად ყიდულობს. აღნიშნული გარიგება ყველაზე მსხვილი შენაძენია Wall Street-ის ბანკის მიერ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. E*Trade-ის შეძენით Morgan Stanley-ს კერძო კაპიტალის მართვის განყოფილებას ემატება 5,2 მილიონზე მეტი მომხმარებლის ანგარიშის და 360 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის კლიენტების აქტივების მართვა.

„E*Trade-ი წარმოუდგენლად დიდი ზრდის შესაძლებლობას იძლევა ჩვენი კერძო კაპიტალის მართვის ბიზნესის კუთხით და ეს ჩვენი კერძო კაპიტალის მართვის სტრატეგიაში წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა Morgan Stanley-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს გორმანმა.

რაც შეეხება E*Trade-ის აღმასრულებელ დირექტორს მაიკ პიზის, როგორც ცნობილია, ის აღნიშნული კომპანიის მართვას გააგრძელებს.

წყარო: Finextra

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *