მფრინავი ტაქსი რეალური ხდება

მფრინავი ტაქსი რეალური ხდება

ორმა კომპანიამ წარადგინა მფრინავი ტაქსის და მისი სადგურის მოდელი ტექნიკურ სამიტზე, რომელიც სინგაპურში გაიმართა.

გერმანული Volocopter-ის ორმგზავრიანმა ელექტროტაქსიმ საცდელი ფრენა გამართა Marina Bay-ის თავზე. მფრინავმა ტაქსიმ ერთი მილის დაფარვა დაახლოებით 2 წუთში მოახერხა.

ხოლო ბრიტანულმა Skyports-მა წარადგინა სადგურის მოდელი, რომელიც გათვლილია ელექტრომფრინავი ტაქსებისთვის. მომხმარებელი მფრინავი ტაქსის სერვისის მიღებას აპლიკაციით შეძლებს. აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაჯავშნოს მგზავრობა და შეარჩიოს მისთვის სასურველი სადგური. ხოლო ადგილზე სერვისის მიღება ბიომეტრიული სკანერის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

კომპნაია Citygroup-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის ყოველწლიურად 20 000 ელექტროსაჰაერო ტაქსი გაიყიდება. კომპანიის ვარაუდით მგზავრობის ღირებულება თითო მილზე 3.75 აშშ დოლარი იქნება, რაც ჩვეულებრივი ტაქსის მომსახურებაზე უფრო ძვირია.

წყარო: Bloomberg.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.