მსოფლიო ბანკი: ევროპის ვაქცინაციის ტემპი იმედგამაცრუებელია

მსოფლიო ბანკი: ევროპის ვაქცინაციის ტემპი იმედგამაცრუებელია

Reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, დევიდ მალპასი, ამბობს, რომ ევროპის მოსახლეობის კოვიდვაქცინით აცრის ტემპი შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია, ეს კი პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე.

მალპასმა და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა G20 გააფრთხილეს, რომ ვაქცინაციის პრობლემები ზეგავლენას მოახდენს სამომავლო მშპ-ზეც.

ამასთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი შეშფოთებულია იმ სირთულეებით, რასაც ხალხი ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე აწყდება, თუმცა ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცოცხლება აღნიშნულ რეგიონებში ნაწარმოებ პროდუქტზე მოთხოვნას გაზრდის და სიტუაცია დასტაბილურდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.