პეკინი - ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

პეკინი - ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს
Zhang Yiming, Founder of ByteDance, in Beijing, China GILLES SABRIE/BLOOMBERG, GETTY IMAGES

Forbes-ის განახლებული სიის მიხედვით, იმ ქალაქთა ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს, პეკინმა ნიუ-იორკს გადაუსწრო და ლიდერი პოზიცია დაიკავა.

გარდა ამისა, არსებულ ტენდენციაზე დაკვირვებით იკვეთება, რომ მილიარდერთა სიაში შემავალი 2 755 წევრის მეოთხედი 10 კონკრეტულ ქალაქში იყრის თავს. მათ შორის კი განსაკუთრებულ ადგილს ჩინეთის დედაქალაქი იკავებს – პეკინმა მხოლოდ ერთი  წლის განმავლობაში 33 მილიარდერი შეიმატა, რამაც საერთო რაოდენობა 100-მდე გაზარდა.

გასული პერიოდი ჩინეთის სხვა ქალაქებისთვისაც წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად, ასეთია შენჯენი, რომელიც მეშვიდედან მეხუთე ადგილზე ავიდა.

მიუხედავად მღელვარე და დაძაბული 2020 წლისა, ნიუ-იორკში ახლა შვიდით მეტი უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს. ასეთივე მაჩვენებელი ფიქსირდება ლონდონშიც.

გთავაზობთ 10 ქალაქის ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს:
 პეკინი

მილიარდერთა რაოდენობა: 100

გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +33

TOTAL NET WORTH: $484.3 მილიარდი

ნიუ-იორკი

მილიარდერთა რაოდენობა: 99

გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +7

TOTAL NET WORTH: $560.5 მილიარდი

ჰონკონგი

მილიარდერთა რაოდენობა: 80

გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +9

TOTAL NET WORTH: $448.4 მილიარდი

მოსკოვი

მილიარდერთა რაოდენობა: 79

გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +9

TOTAL NET WORTH: $420.6 მილიარდი

შენჭენი

მილიარდერთა რაოდენობა: 68

გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +24

TOTAL NET WORTH: $415.3 მილიარდი

შანხაი

მილიარდერთა რაოდენობა: 64

გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +18

TOTAL NET WORTH: $259.6 მილიარდი

ლონდონი

მილიარდერთა რაოდენობა: 63

გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +7

TOTAL NET WORTH: $316.1 მილიარდი

მუმბაი

მილიარდერთა რაოდენობა: 48

გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +10

TOTAL NET WORTH: $265 მილიარდი

სან-ფრანცისკო

მილიარდერთა რაოდენობა: 48

გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +11

TOTAL NET WORTH: $190 მილიარდი

ხანჭოუ

მილიარდერთა რაოდენობა: 47

გასული წლის შემდეგ რაოდენობა გაიზარდა/შემცირდა: +21

TOTAL NET WORTH: $269.2 მილიარდი

ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ: 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *